უფასო დროებითი საცხოვრებელი რთულ ვითარებაში აღმოჩენილი მეზობლებისთვის

Airbnb.org არის Airbnb‑ს მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია. 2020 წლიდან ჯამში 1,6 მილიონზე მეტი ღამით უზრუნველვყავით უფასო საცხოვრებელი სტიქიური უბედურებების, ავადმყოფობებისა თუ სხვა კრიზისული ვითარებების წინაშე აღმოჩენილი ადამიანებისთვის.

დროებითი საცხოვრებლის ახალი მოდელი

Airbnb.org თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომ უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს ოჯახები, ბავშვები და მათი შინაური ცხოველები.

გაიცანით ადამიანები, რომელთაც დავეხმარეთ

გაიცანით Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრები და Airbnb‑ზე რეგისტრირებული ის მასპინძლები, რომელთა დამსახურებითაც შესაძლებელი გახდა მათთვის დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფა საგანგებო ვითარებაში.
ყველა ამბის გაცნობა
ჩვენი 100%‑იანი დაპირება
Airbnb ფარავს Airbnb.org‑ის, როგორც არაკომერციული ორგანიზაციის, ყოველდღიურ საოპერაციო ხარჯებს, ამიტომ გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის დაფინანსებას საგანგებო ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.
ილუსტრაცია ასახავს მყუდრო სახლს, რომელიც მზის ჩასვლისას განათებულია თბილი სინათლით. სახლი გარშემორტყმულია ხეებით, მოშორებით კი მოჩანს ქალაქის კაშკაშა პანორამა.

Airbnb.org‑ის განსხვავებული მიდგომა

ჩვენი წვლილი მსოფლიო მასშტაბით

2025 წელს მსოფლიო მასშტაბით 78‑ზე მეტ სტიქიურ უბედურებას გამოვეხმაურეთ. აღნიშნულის ფარგლებში დროებითი საცხოვრებელი ჯამში 126 000 ღამით იყო უზრუნველყოფილი როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეში ჩართული მუშაკებისთვის, ისე დაზარალებულთათვის — პლუს 3000 შინაური ცხოველისთვის.
მიმდინარე რეაგირების ნახვა

ჩვენი წვლილი მსოფლიო მასშტაბით

2025 წელს მსოფლიო მასშტაბით 78‑ზე მეტ სტიქიურ უბედურებას გამოვეხმაურეთ. აღნიშნულის ფარგლებში დროებითი საცხოვრებელი ჯამში 126 000 ღამით იყო უზრუნველყოფილი როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეში ჩართული მუშაკებისთვის, ისე დაზარალებულთათვის — პლუს 3000 შინაური ცხოველისთვის.
მიმდინარე რეაგირების ნახვა
მსოფლიო რუკა, რომელზეც სხვადასხვა კონტინენტზე მიმაგრებულია ადამიანების წრიული პორტრეტები. ისინი ერთმანეთთან ვარდისფერი წერტილოვანი კლასტერებით არიან დაკავშირებული, რაც Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრებისა და მასპინძლების გლობალურ მოცვაზე მიუთითებს.

გაღებული 110 $ ერთი ღამით უზრუნველყოფს დროებით საცხოვრებელს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.

ფუნჯით გავლებული გულის ფორმა მობილური მოწყობილობისთვის
ფუნჯით გავლებული გულის ფორმა