როგორ დავიწყეთ.
მასპინძელმა მოგვაწოდა იდეა
ნიუ-იორკს თავს დაატყდა ისტორიაში ყველაზე სასტიკი ქარიშხალი „სენდი“. შელი, ბრუკლინში მცხოვრები Airbnb მასპინძელი, დაუკავშირდა Airbnb-ს, რომ გაერკვია, შეეძლო თუ არა უფასოდ შეეთავაზებინა საცხოვრებელი ევაკუირებულებისთვის. Airbnb-ს გუნდი საათობით მუშაობდა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლად ექცია, ცოტა ხანში კი 1000-ზე მეტმა მასპინძელმა გაუღო საკუთარი სახლის კარი დროებითი საცხოვრებლის მაძიებლებს.
Airbnb-ს მეშვეობით მეტ მასპინძელს შეუძლია სხვების დახმარება
Airbnb იწყებს სტიქიური უბედურებების დროს დახმარების პროგრამას, რომელიც მასპინძლებს მთელ მსოფლიოში საშუალებას აძლევს, თავიანთი საცხოვრებლები უფასოდ შესთავაზონ დაზარალებულებს.
მთელი მსოფლიოს მასპინძლები საცხოვრებლებს სთავაზობენ სამაშველო სამსახურების მუშაკებს
ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ Airbnb საქმეში ერთვება. მასპინძლები ხვდებიან სამაშველო სამსახურების მუშაკების პირველ ჯგუფს, რომელთაც თან ახლავთ მოხალისეები ორგანიზაციიდან All Hands and Hearts.
Airbnb თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაციებთან მათი დახმარების მიზნით
საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სააგენტოსთან (FEMA) ერთად, მასპინძლებსა და სტუმრებს კრიზისისთვის მზადყოფნაში ვეხმარებით. საბერძნეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე Airbnb თანამშრომლობას იწყებს Mercy Corps-სა და საერთაშორისო სამაშველო კომიტეტთან, რომ დაეხმაროს სირიაში ლტოლვილების კრიზისის დროს წინა ხაზზე მებრძოლ სამაშველო სამსახურების მუშაკებს.
ამას გარდა, კლიენტებისა და თანამშრომლების დასაბინავებლად Airbnb-ს გრანტებით სარგებლობას იწყებს 15-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის, Service Year Alliance, Make-a-Wish და Summer Search.
მასპინძელთა გაერთიანება გამოეხმაურა სროლას ღამის კლუბ Pulse-ში
ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, Airbnb‑მ, Uber‑მა და JetBlue‑მ საცხოვრებლით, ავიაბილეთებითა და სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყვეს ოჯახები, რომლებიც ახლობლების დაკრძალვაზე თუ საავადმყოფოში მათ მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ. მასპინძელთა გაერთიანებამ მაშინ პირველად შესთავაზა საცხოვრებლები მასობრივი სროლით დაზარალებულ ადამიანებს.
თეთრი სახლი კერძო სექტორს მოუწოდებს, ჩაერთოს ლტოლვილთა გლობალური კრიზისის მოგვარების საქმეში. Airbnb მოწოდებას ეხმაურება. Airbnb-ს თანადამფუძნებელი ჯო გებია ერთ-ერთი იყო იმ 20 მენეჯერს შორის, რომლებსაც პრეზიდენტმა ობამამ ლტოლვილთა გლობალური კრიზისის მოგვარებაში ჩართვა სთხოვა.
Airbnb-მ თანამშრომლობა დაიწყო Make-a-Wish-თან, რომ 2017 წლის განმავლობაში დღეში ერთი ბენეფიციარი ოჯახის სურვილი შეესრულებინა.
Airbnb საერთაშორისო სამაშველო კომიტეტს მხარდაჭერას სთავაზობს
Airbnb საცხოვრებლით უზრუნველყოფს შვიდი მეტწილად მუსლიმანური ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილებს, რომლებსაც აშშ-ში გაცემული ბრძანების მიხედვით, დროებით უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოშვებაზე. ამას გარდა, 4 წლის განმავლობაში, Airbnb საერთაშორისო სამაშველო კომიტეტისთვის 4 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.
Airbnb ოფიციალურად წარმოგიდგენთ Open Homes-ს
ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს Airbnb-მ გამოაცხადა, რომ Open Homes-ის ფარგლებში ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევას გააორმაგებდა. აღნიშნულმა პროგრამამ მასპინძლებს საშუალება მისცა, უფასოდ შეეთავაზებინათ საცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც სტიქიური უბედურებით დაზარალდნენ ან კონფლიქტს გამოექცნენ.
გაერთიანება დღემდე 20 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა
Open Homes გაერთიანება ერთდროულად 4 სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა. ქარიშხალ „ჰარვის“ მასპინძელთა გაერთიანების მხრიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ რაღაც ერთ თვეში მასპინძლები 3 შტატიდან ევაკუირებულ 2000-ზე მეტ პირს დაეხმარნენ. ამავდროულად, მასპინძლებმა სახლის კარი გაუღეს ადამიანებს, რომლებიც ქარიშხალ „მარიას“, ქარიშხალ „ირმას“ და მეხიკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ.
Airbnb წარმოგიდგენთ პაციენტებისთვის შეთავაზებული საცხოვრებლების ინიციატივას
Biden Cancer Summit-ზე Airbnb-მ წარმოადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, Hospitality Homes-თან, Fisher House-თან და Make-A-Wish-თან თანამშრომლობით ის პაციენტებს საცხოვრებლებს შესთავაზებს. მისი მეშვეობით Open Homes-ის წევრები უფასოდ შესთავაზებენ საცხოვრებელს მათ, ვისაც მკურნალობის მიზნით შორ მანძილზე გამგზავრება უწევს.
მასპინძლები კალიფორნიაში გაჩენილ ორ სხვადასხვა ხანძარს გამოეხმაურნენ
კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრების, „კემპისა“ და „ვულსის“, შემდეგ 2500-ზე მეტმა მასპინძელმა გაუღო სახლის კარი დაზარალებულებს და 2300-ზე მეტმა ადამიანმა იპოვა საცხოვრებელი.
Airbnb მასპინძლებს Open Homes-ის მხარდასაჭერად თანხის გაღების შესაძლებლობას სთავაზობს
მასპინძლებს სურდათ, Open Homes-ში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, Airbnb წარმოგიდგენთ შემოწირულობების პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მასპინძლებს შეუძლიათ თავიანთი შემოსავლიდან გაიღონ გარკვეული პროცენტი Open Homes-ის პარტნიორი არაკომერციული ორგანიზაციების სასარგებლოდ და ამგვარად შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების დაბინავებაში დაეხმარონ.
მასპინძლებმა ავსტრალიაში გაჩენილი ტყის ხანძრების დროს ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში 1000-ზე მეტ დაზარალებულს შესთავაზეს თავშესაფარი. ეს დღემდე Open Homes-ის ფარგლებში გაწეული ყველაზე დიდი დახმარებაა.
მასპინძელთა გაერთიანება გამოეხმაურა COVID-19-ის პანდემიას
Airbnb მასპინძლებს სთავაზობს ახალ საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ COVID-19-თან მებრძოლი მედიკოსებისა და სხვა სპეციალისტების უსაფრთხო საცხოვრებლებით უზრუნველყოფაში.
Airbnb აფართოებს შემოწირულობების პლატფორმას, რომ ყველა მსურველმა შეძლოს თანხის გაღება იმ არაკომერციული ორგანიზაციების სასარგებლოდ, რომლებიც კორონავირუსთან წინა ხაზზე მებრძოლებს საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება.
Airbnb წარმოგიდგენთ Airbnb.org-ს
Airbnb აფუძნებს Airbnb.org-ს და აღნიშნავს Open Homes პროგრამის ფარგლებში მასპინძლებისა და პარტნიორების მიერ მიღწეულ წარმატებას. როგორც დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, Airbnb.org მასპინძლებს რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის საცხოვრებლის შეთავაზებასა და რესურსების გაზიარებაში დაეხმარება.
პიროვნული მრავალფეროვნება, თანასწორობა და წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულება წინა პლანზე
ისეთი სამყაროს შესაქმნელად, სადაც ყველა თავს შინაურად იგრძნობს, Airbnb.org საჯაროდ აცხადებს პიროვნული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულების ხელშეწყობაზე ზრუნვისთვის მზადყოფნას.
Airbnb.org ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ავღანელ ლტოლვილებს
Airbnb.org იღებს ვალდებულებას, დროებითი საცხოვრებელი უპოვოს 20 000 ავღანელ ლტოლვილს მსოფლიო მასშტაბით. დაფინანსებას უზრუნველყოფენ როგორც მსხვილი დონორები, ისე Airbnb. Airbnb.org იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას განსახლების სააგენტოებთან და პარტნიორებთან, რომ სათანადო რეაგირება მოახდინოს მუდმივად ცვლად სიტუაციაზე.
Airbnb.org‑ის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი — 100 000 ადამიანის დაბინავება
2017 წელს გუნდმა, რომელიც შემდეგ Airbnb.org‑ის ნაწილი გახდა, დაისახა გაბედული მიზანი, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ 100 000 ადამიანს უპოვიდა დროებით საცხოვრებელს. 2021 წლის დეკემბერში Airbnb.org‑მა ამ მიზანს გადააჭარბა.
20 000 ავღანელი ლტოლვილი უფასო, დროებით საცხოვრებელს იღებს
Airbnb.org უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ 100 000 ადამიანს საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება
Airbnb.org ეხმაურება თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებს
Airbnb.org აცხადებს დაფინანსების ახალი ინიციატივის შესახებ
მაუის ხანძრების შედეგად დაზარალებულმა 1800‑ზე მეტმა ადამიანმა იპოვა დროებითი საცხოვრებელი
გაიცანით დირექტორთა საბჭოს წევრები.
Jennifer Bond
Jay Carney
Joe Gebbia
Sharyanne McSwain
Catherine Powell
Rich Serino
Jocelyn Wyatt
ჩვენი მუშაობის პრინციპის შესახებ.
არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
Airbnb.org გრანტებით ეხმარება იმ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დროებით საცხოვრებელს, რესურსებსა და სპეციალურ დახმარებას სთავაზობს. ამას გარდა, Airbnb‑ს მეშვეობით მასპინძლები საცხოვრებელს უფასოდ ან ფასდაკლებით სთავაზობენ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.
სამართლიანობაზე ზრუნვა
გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევის და რესურსების მეშვეობით სამყარო უფრო სამართლიანი გახდება. Airbnb.org ინვესტიციას დებს იმ ორგანიზაციებში, რომელთა სტრატეგიები და პროგრამები შეესაბამება საზოგადოებაში სამართლიანობის გავრცელების კუთხით ჩვენს ვალდებულებას.
რა გავლენას ვახდენთ ჩვენ
ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ, როგორ აისახება ჩვენი დაფინანსებისა და დაბინავების პროგრამა სტუმრების ფსიქოსოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების, გაერთიანების გაძლიერებისა და შინაურობის განცდის საქმეზე.
პარტნიორობა და გრანტები
Airbnb.org ამჟამად არ იღებს დაფინანსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მომავალი საგრანტო ციკლის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ შესაბამის არაკომერციულ ორგანიზაციებს გავუზიარებთ.
Airbnb, Inc.-თან თანამშრომლობის შესახებ
Airbnb.org არის დამოუკიდებელი, საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი, 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაცია. Airbnb.org უფასოდ იყენებს Airbnb, Inc.-ის ტექნოლოგიას, მომსახურებებსა და სხვა რესურსებს საკუთარი საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად. Airbnb.org არის Airbnb, Inc.-ისგან დამოუკიდებელი და ცალკე მდგომი სუბიექტი Airbnb, Inc. არ ითვალისწინებს მომსახურების გადასახადებს Airbnb.org-ის მეშვეობით გაფორმებული ჯავშნებისთვის.
Open Homes პროგრამა შეიქმნა Airbnb‑ს მიერ, მასპინძლების გულისხმიერების შთაგონებით, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც დროებითი საცხოვრებელი სჭირდებათ. Open Homes პროგრამას მალე Airbnb.org გაუძღვება და ის იზრუნებს იმ ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც Airbnb.org‑ის საქველმოქმედო მიზნებსა და მისიას შეესაბამება.