ჩვენ შესახებ

Airbnb.org არის Airbnb‑ს მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დროებითი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება.
ყავისფერ პერანგში გამოწყობილი ქალი, რომელსაც მუქი ფერის ხუჭუჭა თმა აქვს, მოღიმარი დგას კარის ღიობში, ხის კედლის ფონზე

ყველაფერი ერთი მასპინძლით დაიწყო

თავდაპირველი იდეა გაუჩნდა შელს, Airbnb‑თი მოსარგებლე ერთ‑ერთ მასპინძელს, რომელმაც გადაწყვიტა, უფასოდ შეეთავაზებინა საცხოვრებელი 2012 წელს ქარიშხალ „სენდის“ შედეგად დაზარალებულთათვის. მას შემდეგ Airbnb‑ზე რეგისტრირებულმა 60 000‑ზე მეტმა მასპინძელმა უზრუნველყო დროებითი საცხოვრებლით 250 000‑ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ჩვენი სქემა უნიკალურია

Airbnb ფარავს საოპერაციო ხარჯებს, რომ კერძო პირების მიერ გაღებული თანხები მთლიანად მოხმარდეს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფას დროებითი საცხოვრებლით.
ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ხუთი ანიმაციური პერსონაჟი დგას მწკრივში, ხელს იქნევს და იღიმის.

ჩვენი რეაგირება კრიზისულ ვითარებებზე

ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება. შეიტყვეთ, სად ვზრუნავთ მათთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.

ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორებთან

როცა ადამიანებს უბედურება ატყდება თავს, ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩვენ ვპოულობთ და დროებით ვაბინავებთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.
211‑ის ლოგო
Catholic Charities USA‑ს ლოგო
Mensajeros de la Paz‑ის ლოგო
IOM‑ის ლოგო
ORAM‑ის ლოგო
Pertence‑ის ლოგო
Airbnb‑ს ლოგო

ჩვენი თანამშრომლობა Airbnb‑სთან

Airbnb.org სარგებლობს Airbnb‑ს საერთაშორისო ტექნოლოგიური პლატფორმითა და სერვისებით, ასევე, მისი გაერთიანების წევრების ხელშეწყობით, რომ დაეხმაროს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს დროებითი საცხოვრებლის პოვნაში იმ რეგიონებთან ახლოს, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს. Airbnb.org არის 501(c)(3) კატეგორიის საჯარო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც Airbnb‑სგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. Airbnb თავად ფარავს მომსახურების გადასახადებს მისი პლატფორმის მეშვეობით Airbnb.org‑ის ფარგლებში გაფორმებული ჯავშნებისთვის.

გაიცანით ჩვენი საბჭოს წევრები

ჯენიფერ ბონდის პორტრეტი

ჯენიფერ ბონდი

ჯენიფერი სამართლის პროფესორი და ლტოლვილთა საკითხების საერთაშორისო ექსპერტია 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით. მან დააფუძნა Refugee Hub და ხელმძღვანელობს გლობალურ სპონსორულ ინიციატივას ლტოლვილთათვის (GRSI), რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ჯენიფერს ლტოლვილთა დაცვის გზებზე უმუშავია 20‑ზე მეტი ქვეყნისთვის, მათ შორის, ავღანეთისა და უკრაინისთვის. ამას გარდა, ის მსახურობდა ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში, სირიაში, ხოლო კანადაში იმიგრაციის საკითხების მინისტრის მრჩეველი იყო.
ჯეი კარნის პორტრეტი

ჯეი კარნი

ჯეი სათავეში უდგას Airbnb‑ს გლობალური პოლიტიკისა და კომუნიკაციის გუნდებს. Airbnb‑ში მუშაობის დაწყებამდე ჯეი ხელმძღვანელობდა Amazon‑ის გლობალური კორპორაციული საკითხების გუნდს, საზოგადოებრივი პოლიტიკის, კომუნიკაციისა და ჩართულობის მართვის კუთხით. ის იყო პრეზიდენტ ობამას პრესმდივანი, მანამდე კი 20 წელი ჟურნალ „TIME“‑ს მიუძღვნა. ჯეი არა მხოლოდ Airbnb.org‑ის, არამედ Urban Institute‑ის, TechNYC‑ისა და Human Rights First‑ის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა. ჯეის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი იელის უნივერსიტეტისგან და ის ამავე უნივერსიტეტის საბჭოს წევრიცაა.
შავკანიანი ქალი, რომელსაც წითელი ტუჩსაცხი უსვია და ხუჭუჭა თმა აქვს, იღიმის.

შარიენ მაკსუეინი

შარიენი Echoing Green‑ის პრეზიდენტია. ის 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ფინანსური მომსახურებისა და ბიზნესოპერაციების სფეროში. მისი ხელშეწყობით ორგანიზაციამ დაიწყო სოციალური ინოვაციების იმ ლიდერების მხარდაჭერა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით რასობრივი, ეთნიკური და სხვა სახის თანაბარუფლებიანობის უზრუნველყოფაზე ზრუნავდნენ. Echoing Green‑ამდე შარიენი მთავარ ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოფიცრად მუშაობდა StoryCorps‑ში, ასევე, სხვადასხვა ბანკსა თუ ფინანსურ კომპანიაში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში INSEAD‑ისგან საფრანგეთში და ბაკალავრის ხარისხი ურბანისტიკაში მაუნტ‑ჰოლიოკის კოლეჯისგან.
ღილებიან თეთრ პერანგში გამოწყობილი ქერათმიანი ქალი იღიმის.

კეტრინ პოუელი

კეტრინი ხელმძღვანელობდა მასპინძელთა საერთაშორისო გაერთიანებას Airbnb‑ზე, რა დროსაც ის მუშაობდა მასპინძლებისთვის განკუთვნილი სტანდარტების, საგანმანათლებლო რესურსებისა და ფუნქციების შემუშავებაზე. Airbnb‑მდე კეტრინმა 15 წელზე მეტ ხანს დაყო Disney‑ში, სადაც ბოლო წლებში იყო აშშ‑ის Disney Parks West Region‑ისა და პარიზის დისნეილენდის პრეზიდენტი. ამას გარდა, ის შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა BBC Worldwide‑ში. კეტრინს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან მოპოვებული აქვს ხარისხი პოლიტოლოგიის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის სფეროებში.
ლურჯ პერანგში, წითელ ორნამენტებიან ჰალსტუხსა და ნაცრისფერ პიჯაკში გამოწყობილი ჭაღარათმიანი მამაკაცი იღიმის.

რიჩ სერინო

რიჩი ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია, რომელიც საგანგებო ვითარებებისთვის საყოველთაო მზადყოფნის ეროვნული ინიციატივის ფარგლებში მუშაობს. მას 40 წელზე მეტი აქვს გატარებული საჯარო სამსახურში, ასევე, კრიზისული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ორგანიზებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რიჩი დანიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) ხელმძღვანელის მერვე მოადგილედ. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე რიჩმა 36 წელი მიუძღვნა ბოსტონის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს (EMS), სადაც ის ხელმძღვანელის თანამდებობამდე ავიდა.
შავ მაისურსა და ყელსაბამში გამოწყობილი ქერათმიანი ქალი კამერაში იღიმის

ჯოსელინ უაიატი

ჯოსელინ უაიატი Alight‑ის გენერალური დირექტორია. მას დიდი გამოცდილება აქვს ადამიანებზე ორიენტირებული სტრატეგიული განვითარების კუთხით. მისი დახმარებით, ყოველწლიურად 3,5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იღებს ღირსეულ მომსახურებას 20‑ზე მეტ ქვეყანაში. სანამ ჯოსელინი Alight‑ს ჩაუდგებოდა სათავეში, ის IDEO.org‑ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კი სხვადასხვა ინკლუზიურ პროდუქტსა თუ სერვისზე მუშაობდა. ამას გარდა, ჯოსელინი Marketplace‑ისა და Drucker Institute‑ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და Chief‑ის ერთ‑ერთი დამფუძნებელია.

გაქვთ შეკითხვები თანხის გაღებასთან დაკავშირებით?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე give@airbnb.org.
ორი ადამიანი ზის მაგიდასთან მყუდრო ოთახში, იღიმის და რაღაცას განიხილავს ტელეფონზე. უკანა პლანზე წიგნის თაროები ჩანს.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით 60 000‑ზე მეტ მასპინძელს, რომლებიც უკვე ზრუნავენ დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე მათთვის, ვინც კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდა.