როგორ დავიწყეთ.
იდეა მასპინძელმა მოგვაწოდა
ნიუ-იორკს თავს დაატყდა ისტორიაში ყველაზე სასტიკი ქარიშხალი „სენდი“. შელი, ბრუკლინში მცხოვრები Airbnb მასპინძელი, დაუკავშირდა Airbnb-ს, რომ გაერკვია, შეეძლო თუ არა უფასოდ შეეთავაზებინა საცხოვრებელი ევაკუირებულებისთვის. Airbnb-ს გუნდი საათობით მუშაობდა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლად ექცია, ცოტა ხანში კი 1000-ზე მეტმა მასპინძელმა გაუღო საკუთარი სახლის კარი დროებითი საცხოვრებლის მაძიებლებს.
Airbnb-ს მეშვეობით მეტ მასპინძელს შეუძლია სხვების დახმარება
Airbnb იწყებს სტიქიური უბედურებების დროს დახმარების პროგრამას, რომელიც მასპინძლებს მთელ მსოფლიოში საშუალებას აძლევს, თავიანთი საცხოვრებლები უფასოდ შესთავაზონ სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულებს.
მთელი მსოფლიოს მასპინძლები საცხოვრებლებს სთავაზობენ სამაშველო სამსახურების მუშაკებს
ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ Airbnb საქმეში ერთვება. მასპინძლები ხვდებიან სამაშველო სამსახურების მუშაკების პირველ ჯგუფს, რომელთაც თან ახლავთ მოხალისეები ორგანიზაციიდან All Hands and Hearts.
Airbnb თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაციებთან მათი დახმარების მიზნით
საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სააგენტოსთან (FEMA) ერთად, მასპინძლებსა და სტუმრებს კრიზისისთვის მზადყოფნაში ვეხმარებით. საბერძნეთსა და ბალკანეთის ნახევარკუძნულზე Airbnb თანამშრომლობას იწყებს Mercy Corps-სა და საერთაშორისო სამაშველო კომიტეტთან, რომ დაეხმაროს სირიაში ლტოლვილების კრიზისის დროს წინა ხაზზე მებრძოლ სამაშველო სამსახურების მუშაკებს.
ამას გარდა, კლიენტებისა და თანამშრომლების დასაბინავებლად Airbnb-ს გრანტებით სარგებლობას იწყებს 15-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის, Service Year Alliance, Make-a-Wish და Summer Search.
მასპინძელთა გაერთიანება გამოეხმაურა სროლას ღამის კლუბ Pulse-ში
ადგილობრივი მთავრობის თხოვნით, Airbnb-მ, Uber-მა და JetBlue-მ საცხოვრებლით, ავიაბილეთებით და სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყვეს ოჯახები, რომლებიც ახლობლების დაკრძალვაზე თუ საავადმყოფოში მათ მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ. მასპინძელთა გაერთიანებამ მაშინ პირველად შესთავაზა საცხოვრებლები მასობრივი სროლით დაზარალებულ ადამიანებს.
თეთრი სახლი კერძო სექტორს მოუწოდებს, ჩაერთოს ლტოლვილთა გლობალური კრიზისის მოგვარების საქმეში. Airbnb მოწოდებას ეხმაურება. Airbnb-ს თანადამფუძნებელი ჯო გებია ერთ-ერთი იყო იმ 20 მენეჯერს შორის, რომლებსაც პრეზიდენტმა ობამამ ლტოლვილთა გლობალური კრიზისის მოგვარებაში ჩართვა სთხოვა.
Airbnb-მ თანამშრომლობა დაიწყო Make-a-Wish-თან, რომ 2017 წლის განმავლობაში დღეში ერთი ბენეფიციარი ოჯახის სურვილი შეესრულებინა.
Airbnb საერთაშორისო სამაშველო კომიტეტს მხარდაჭერას სთავაზობს
Airbnb საცხოვრებლით უზრუნველყოფს შვიდი მეტწილად მუსლიმანური ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილებს, რომლებსაც აშშ-ში გაცემული ბრძანების მიხედვით, დროებით უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოშვებაზე. ამას გარდა, 4 წლის განმავლობაში, Airbnb საერთაშორისო სამაშველო კომიტეტისთვის 4 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.
Airbnb ოფიციალურად წარმოგიდგენთ Open Homes-ს
ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს Airbnb-მ გამოაცხადა, რომ Open Homes-ის ფარგლებში ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევას გააორმაგებდა. აღნიშნულმა პროგრამამ მასპინძლებს საშუალება მისცა, უფასოდ შეეთავაზებინათ საცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც სტიქიური უბედურებით დაზარალდნენ ან კონფლიქტს გამოექცნენ.
გაერთიანება დღემდე 20 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა
Open Homes გაერთიანება ერთდროულად 4 სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა. ქარიშხალ „ჰარვის“ მასპინძელთა გაერთიანების მხრიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ რაღაც ერთ თვეში მასპინძლები 3 შტატიდან ევაკუირებულ 2000-ზე მეტ პირს დაეხმარნენ. ამავდროულად, მასპინძლებმა სახლის კარი გაუღეს ადამიანებს, რომლებიც ქარიშხალ „მარიას“, ქარიშხალ „ირმას“ და მეხიკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ.
Airbnb წარმოგიდგენთ პაციენტებისთვის შეთავაზებული საცხოვრებლების ინიციატივას
Biden Cancer Summit-ზე Airbnb-მ წარმოადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, Hospitality Homes-თან, Fisher House-თან და Make-A-Wish-თან თანამშრომლობით ის პაციენტებს საცხოვრებლებს შესთავაზებს. მისი მეშვეობით Open Homes-ის წევრები უფასოდ შესთავაზებენ საცხოვრებელს მათ, ვისაც მკურნალობის მიზნით შორ მანძილზე გამგზავრება უწევს.
მასპინძლები კალიფორნიაში გაჩენილ ორ სხვადასხვა ხანძარს გამოეხმაურნენ
კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრების, „კემპისა“ და „ვულსის“, შემდეგ 2500-ზე მეტმა მასპინძელმა გაუღო სახლის კარი დაზარალებულებს და 2300-ზე მეტმა ადამიანმა იპოვა საცხოვრებელი.
Airbnb მასპინძლებს Open Homes-ის მხარდასაჭერად თანხის გაღების შესაძლებლობას სთავაზობს
მასპინძლებს სურდათ, Open Homes-ში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, Airbnb წარმოგიდგენთ შემოწირულობების პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მასპინძლებს შეუძლიათ თავიანთი შემოსავლიდან გაიღონ გარკვეული პროცენტი Open Homes-ის პარტნიორი არაკომერციული ორგანიზაციების სასარგებლოდ და ამგვარად შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების დაბინავებაში დაეხმარონ.
მასპინძლებმა ავსტრალიაში გაჩენილი ტყის ხანძრების დროს ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში 1000-ზე მეტ დაზარალებულს შესთავაზეს თავშესაფარი. ეს დღემდე Open Homes-ის ფარგლებში გაწეული ყველაზე დიდი დახმარებაა.
მასპინძელთა გაერთიანება გამოეხმაურა COVID-19-ის პანდემიას
Airbnb მასპინძლებს სთავაზობს ახალ საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ COVID-19-თან მებრძოლი მედიკოსებისა და სხვა სპეციალისტების უსაფრთხო საცხოვრებლებით უზრუნველყოფაში.
Airbnb აფართოებს შემოწირულობების პლატფორმას, რომ ყველა მსურველმა შეძლოს თანხის გაღება იმ არაკომერციული ორგანიზაციების სასარგებლოდ, რომლებიც კორონავირუსთან წინა ხაზზე მებრძოლებს საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება.
Airbnb წარმოგიდგენთ Airbnb.org-ს
Airbnb აფუძნებს Airbnb.org-ს და აღნიშნავს Open Homes პროგრამის ფარგლებში მასპინძლებისა და პარტნიორების მიერ მიღწეულ წარმატებას. როგორც დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, Airbnb.org მასპინძლებს რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანებისთვის საცხოვრებლის შეთავაზებასა და რესურსების გაზიარებაში დაეხმარება.
გაიცანით დირექტორთა საბჭოს წევრები.
Jennifer Bond
Joe Gebbia
Sharyanne McSwain
Melissa Thomas-Hunt
Jocelyn Wyatt
ჩვენი მუშაობის პრინციპის შესახებ.
არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
Airbnb.org გრანტებით ეხმარება იმ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც კრიზისის დროს ადამიანებს დროებით საცხოვრებელს, რესურსებსა და სპეციალურ დახმარებას სთავაზობს. ამას გარდა, Airbnb-ს მეშვეობით მასპინძლები საცხოვრებელს უფასოდ ან ფასდაკლებით სთავაზობენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
სამართლიანობაზე ზრუნვა
გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევის და რესურსების მეშვეობით სამყარო უფრო სამართლიანი გახდება. Airbnb.org ინვესტიციას დებს იმ ორგანიზაციებში, რომელთა სტრატეგიები და პროგრამები შეესაბამება საზოგადოებაში სამართლიანობის გავრცელების კუთხით ჩვენს ვალდებულებას.
რა გავლენას ვახდენთ ჩვენ
ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ, რა გავლენას ახდენს ჩვენი დაფინანსების და დაბინავების პროგრამა სტუმრების ფსიქოსოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების, გაერთიანების გაძლიერებისა და შინაურობის განცდის საქმეში.
პარტნიორობა და გრანტები
Airbnb.org ამჟამად არ იღებს დაფინანსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 2021 წელს უშუალოდ შესაბამის არაკომერციულ ორგანიზაციებს გავუზიარებთ ინფორმაციას მომავალი საგრანტო ციკლის შესახებ.
Airbnb, Inc.-თან თანამშრომლობის შესახებ
Airbnb.org არის დამოუკიდებელი, საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი, 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაცია. Airbnb.org უფასოდ იყენებს Airbnb, Inc.-ის ტექნოლოგიას, მომსახურებებსა და სხვა რესურსებს საკუთარი საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად. Airbnb.org არის Airbnb, Inc.-ისგან დამოუკიდებელი და ცალკე მდგომი სუბიექტი Airbnb, Inc. არ ითვალისწინებს მომსახურების გადასახადებს Airbnb.org-ის მეშვეობით გაფორმებული ჯავშნებისთვის.
Open Homes პროგრამა შეიქმნა Airbnb-ს მიერ, მასპინძლების გულისხმიერების შთაგონებით, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც დროებითი საცხოვრებლები ესაჭიროებათ. Open Homes პროგრამას ამჟამად Airbnb.org გაუძღვება და ის იზრუნებს იმ ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც Airbnb.org-ის საქველმოქმედო მიზნებსა და მისიას შეესაბამება.