მასპინძლის სტატუსით მხარდაჭერა
Airbnb.org დროებითი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება სტიქიური უბედურებებისა თუ სხვა კრიზისული ვითარებების შედეგად დაზარალებულებს, ასევე, მათ, ვისაც გადაუდებელი მკურნალობის მიღება სჭირდება სახლიდან შორს. ამ მიზნით მათთვის იძებნება საცხოვრებელი, რომელიც თქვენ და სხვა მასპინძლებს გაქვთ განთავსებული.

მასპინძლობა, როგორც დახმარების ხერხი
საცხოვრებლის Airbnb‑ზე განთავსების შემთხვევაში ის Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი დასაჯავშნად შესაბამისი საჭიროების დადგომისას.

ჩვეულებრივი სტუმრობა
Airbnb.org აფინანსებს დროებითი საცხოვრებლის ღირებულებას რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის, ამიტომ მასპინძლები ანაზღაურებას ჩვეულებრივ იღებენ.

დაცვის მსგავსი მექანიზმები
Airbnb.org‑ის ფარგლებში სტუმრობებისთვის Airbnb‑ს პირობები არ განსხვავდება: საჭიროა მონაცემების დადასტურება ანგარიშში და მოქმედებს AirCover.

მხარდაჭერის ექსკლუზიური სამსახური
Airbnb.org‑ის ფარგლებში დაჯავშნილი სტუმრობის შემთხვევაში მასპინძლები სარგებლობენ Airbnb.org‑ის მხარდაჭერის გუნდის ექსკლუზიური მომსახურებით.
დახმარების სხვა ხერხები
1 გვერდიდან 1
ჩვენი გაერთიანება
2020 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მასპინძლების ხელშეწყობით, Airbnb.org‑მა ჯამში 1,6 მილიონი ღამით უზრუნველყო დროებითი საცხოვრებელი.
ჩვენი გაერთიანება
2020 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მასპინძლების ხელშეწყობით, Airbnb.org‑მა ჯამში 1,6 მილიონი ღამით უზრუნველყო დროებითი საცხოვრებელი.

მასპინძლების მხარდაჭერა
მასპინძლების მხარდაჭერა
1 გვერდიდან 1
სამასპინძლო რესურსები
სამასპინძლო რესურსები
1 გვერდიდან 1
თქვენნაირი მასპინძლების ისტორიები
Airbnb.org‑ზე რეგისტრირებული მასპინძლები და ადამიანები, რომლებსაც ისინი სტიქიური უბედურებებისა თუ სხვა კრიზისული ვითარებების დროს დაეხმარნენ, გვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს.
1 გვერდიდან 1
მასპინძლების მიერ ხშირად დასმული შეკითხვები
მაინც მერგება თუ არა ანაზღაურება Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრების მასპინძლობისთვის?
დიახ. რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის ღირებულებას Airbnb.org ფარავს, ამიტომ მასპინძლები იღებენ ანაზღაურებას ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი სხვა სტუმრობის შემთხვევაში.
საჭიროა თუ არა დამატებითი მოქმედებების შესრულება Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობისთვის?
არა. სტიქიური უბედურების, ავადმყოფობისა თუ სხვა კრიზისული ვითარების წინაშე აღმოჩენილი ადამიანები, რომლებიც Airbnb.org‑ის მეშვეობით ეძებენ უფასო დროებით საცხოვრებელს, თავისუფლად შეიძლება გაჩერდნენ თქვენთაც.რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის, ხშირ შემთხვევაში, ის მინიმალური ზრუნვაც მნიშვნელოვანია, რომელიც კომფორტული საცხოვრებლის მოწყობის კუთხით გამოიჩინეთ. Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრებისთვის თქვენი მხრიდან დამატებითი არაფერია საჭირო, თუმცა თუ მაინც გსურთ დახმარება, თქვენი განცხადების პარამეტრებიდან შეგიძლიათ დააწესოთ ფასდაკლება მხოლოდ საგანგებო ვითარებაში სტუმრობებზე.
საჭიროა თუ არა რეგისტრაცია Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობისთვის?
რეგისტრაცია არ არის საჭირო. Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრებს Airbnb‑ზე განთავსებული ნებისმიერი საცხოვრებლის დაჯავშნა შეუძლიათ სტიქიური უბედურების ან კრიზისული ვითარების დროს. როგორც დანარჩენი სტუმრობების შემთხვევაში, ჯავშნის გამფორმებელი ყველა პირისთვის სავალდებულოა Airbnb‑ზე მოქმედი ვინაობის დადასტურების პროცედურის გავლა.
გაღებული 110 $ ერთი ღამით უზრუნველყოფს დროებით საცხოვრებელს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.















