ძლიერი ხანძრები ჩრდილო‑დასავლეთ ონტარიოში
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია ჩრდილო‑დასავლეთ ონტარიოში მომხდარი ძლიერი ხანძრების გამო.რეგიონში ექსტრემალური სიცხითა და ძლიერი ქარით გამოწვეული დაახლოებით 200 ხანძარი მძვინვარებს. 69 მათგანის მართვა ამჟამად ვერ ხერხდება. სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადებულია ექვს დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, არმსტრონგსა და პირველი ერების რამდენიმე რეზერვაციაში. სერიოზული ზიანია დაფიქსირებული კოლინზის რეზერვაციაში. Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Ontario SPCA & Humane Society, რომ დაეხმაროს ევაკუირებულ ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ შინაურ ცხოველებს ამ კრიზისულ პერიოდში.თუ ძლიერი ხანძრების გამო იძულებით გადაადგილება მოგიწიათ და დროებითი საცხოვრებელი გესაჭიროებათ, მიმართეთ უშუალოდ Ontario SPCA & Humane Society‑ს ტელეფონის ნომერზე 1‑888‑668‑7722 ან ელფოსტის მისამართზე EmergencyResponse@ontariospca.ca.ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა, თუ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ზონაში, სადაც სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ჩვენ შევძლებთ მათი ვინაობის დადასტურებას. ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნა აქედან შეგიძლიათ. თუ ევაკუაციის შესახებ მხოლოდ შეტყობინება ან გაფრთხილება მიიღეთ, Airbnb.org‑ის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლის პოვნა თქვენთვის ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ძლიერი ხანძრები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.