ჩვენი პარტნიორები

Airbnb.org აფინანსებს დროებით საცხოვრებლებში განთავსებას და ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ავლენს ადამიანებს, რომელთაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.
შენობის გარეთ მყოფი ორი ადამიანი ერთმანეთს ხელს ართმევს და იღიმის. გამოსახულებაზე დადებულია ხელით დახატული გულის ილუსტრაცია.

შეიტყვეთ, როგორ შეუძლია Airbnb.org‑ს თქვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა

Airbnb.org offers fast and flexible short-term housing, free for people in need, volunteers, and first responders.
Become a partner
კარის ამსახველი ხატულა

სიმარტივე

ტექნოლოგიებისა და გაერთიანების წევრების რესურსების ხელშეწყობით Airbnb.org‑ს უფრო მასშტაბურად შეუძლია უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებში.
სპიდომეტრის ამსახველი ხატულა

სისწრაფე

ვინაიდან Airbnb.org იყენებს უკვე არსებულ ქსელსა და აპს, ჩვენი სხვადასხვა გუნდის წევრები საცხოვრებლის უზრუნველყოფას ახერხებენ რამდენიმე საათში და არა დღეში.
რამდენიმე სახლის ამსახველი ხატულა

მოქნილობა

Airbnb‑ზე განთავსებულია 9 მილიონი განცხადება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე საცხოვრებლის შესახებ, ამიტომ ვარიანტები მოიძებნება როგორც ოჯახებისთვის, ისე მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს ან ადაპტირებული პირობები სჭირდება.

გაიცანით ჩვენი პარტნიორები

ჩვენი პარტნიორების წყალობით, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების პოვნაში გვეხმარებიან, 2020 წლიდან ჩვენმა გუნდმა ჯამში 1,6 მილიონზე მეტი ღამით უზრუნველყო ადამიანები უფასო დროებითი საცხოვრებლით.

რას ამბობენ ჩვენი პარტნიორები

პარტნიორების ისტორიები

შეიტყვეთ მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ერთობლივად დავეხმარეთ.

პარტნიორების ისტორიები

შეიტყვეთ მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ერთობლივად დავეხმარეთ.
All Hands and Hearts
წყალდიდობები ცენტრალურ ტეხასში
ორგანიზაციისგან All Hands and Hearts სკაილინმა შეიტყო, რომ Airbnb.org უფასოდ სთავაზობდა დროებით საცხოვრებელს წყალდიდობების შედეგად დაზარალებულებს. ის დაუკავშირდა Airbnb.org‑ს და მალევე შეძლო ახლომდებარე საცხოვრებლის დაჯავშნა. იქ მის შვილს შეეძლო მშვიდად თამაში, ხოლო თვითონ — სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრი.
ქალი და ბავშვი იმყოფებიან მყუდრო საძინებელში, სადაც საწოლზე მწვანე და თეთრი ბალიშები დევს. ქალი უღიმის ბავშვს. ბავშვი, რომელიც საწოლ‑მანეჟში დგას და ზედა ძელს ეყრდნობა, საპასუხოდ უღიმის ქალს.
Lilo‑ს ლოგო
სამედიცინო მომსახურების მისაღებად სხვაგან გამგზავრება
7 წლის იაირას, რომელიც გადაუდებელი მკურნალობის მიზნით მეხიკოში მიემგზავრებოდა, დახმარება სჭირდებოდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. იაირას მშობლები დაუკავშირდნენ Fundación Lilo‑ს, მექსიკურ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც Airbnb.org‑თან თანამშრომლობს და ეხმარება ოჯახებს, გაემგზავრონ მეხიკოში, სადაც ბავშვებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციები უტარდებათ გულზე.
საავადმყოფოს ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა ზის საწოლზე პალატაში, იღიმის და ეხუტება რბილ სათამაშოს.

პარტნიორების მიერ ხშირად დასმული შეკითხვები

110$‑ად შეგიძლიათ ერთი ღამით უზრუნველყოთ დროებითი საცხოვრებელი შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.

ფუნჯით გავლებული გულის ფორმა მობილური მოწყობილობისთვის
ფუნჯით გავლებული გულის ფორმა