ჩვენი პროგრამები

Airbnb.org რამდენიმე პროგრამის მეშვეობით ეხმარება კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს, რომლებსაც დროებითი საცხოვრებელი სჭირდებათ.
გარედან ფანჯარაში ჩანს სამწევრიანი ოჯახი, რომელიც ერთად იღიმის თბილი შუქით განათებულ სახლში.

საცხოვრებლები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ფარგლებში

ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებებთან თანამშრომლობით Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია ისეთი სტიქიების გამო, როგორიცაა წყალდიდობები, ტყის ხანძრები, ქარიშხლები თუ სხვა საგანგებო ვითარებები, მათ შორის, საცხოვრებელ უბნებში გაჩენილი ხანძრები.
მიმდინარე რეაგირების ნახვა
ხედი ზემოდან უბანზე, რომელიც მასშტაბურად დააზიანა ტყის ხანძარმა. ფონზე ჩანს მთები და პალმები.

საგანგებო სიტუაციებში საცხოვრებლის შეთავაზების პრინციპი

საცხოვრებლები პაციენტებისთვის
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც სახლიდან შორს გამგზავრება სჭირდება სამკურნალოდ. პროგრამა ვრცელდება იმ სპეციალისტებზეც, რომლებიც თავად მიემგზავრებიან დახმარების გასაწევად.
სამწევრიანი ოჯახი ერთად ზის დივანზე. ორ ზრდასრულს შორის ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც რბილი სათამაშო უჭირავს.
საცხოვრებელი სხვაგან გადასახლებულთათვის
სანდო არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით Airbnb.org უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს იმ პირებსა და ოჯახებს, რომლებსაც იძულებით მოუხდათ გადაადგილება თავიანთი სახლებიდან.
აგურის სახლის შესასვლელის კიბეზე ექვსი ადამიანია შეკრებილი. ყველა მათგანი იღიმის.

ჩვენი პარტნიორები

Airbnb.org თანამშრომლობს სხვა არაკომერციულ / არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებების ორგანოებთან, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ვრცლად
პარტნიორების ლოგოების კოლექცია

შეიტყვეთ ჩვენ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ

შეიტყვეთ, როგორ უზრუნველყო Airbnb.org‑მა დროებითი საცხოვრებელი პარტნიორებთან თანამშრომლობით.

შეიტყვეთ ჩვენ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ

შეიტყვეთ, როგორ უზრუნველყო Airbnb.org‑მა დროებითი საცხოვრებელი პარტნიორებთან თანამშრომლობით.

გაიცანით Airbnb.org‑ის ბენეფიციარები

ადამიანები, რომლებმაც მათთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში უფასო დროებითი საცხოვრებელი იპოვეს, თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან.
ყველა ამბის გაცნობა