გაიღეთ თანხა
დაეხმარეთ Airbnb.org‑ს უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაში სტიქიური უბედურებების ან სხვა კრიზისული ვითარებების დროს (მაგალითად, ხანძრებისა ან წყალდიდობების შემდეგ ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებით სხვაგან გადასვლის საჭიროების შემთხვევაში). გაღებული თანხები მთლიანად მოხმარდება დროებითი საცხოვრებლის დაფინანსებას.
უკვე მასპინძლობთ Airbnb‑ს მეშვეობით? გაიღეთ თანხა ყოველი ანაზღაურებიდან.

გაღებული თანხები მთლიანად და უშუალოდ ხმარდება დროებითი საცხოვრებლების დაფინანსებას
თანხის ახლავე გაღება
სისწრაფე და მოქნილობა
Airbnb.org ხელს უწყობს საგანგებო ვითარებაში დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას სულ რაღაც რამდენიმე საათში. ყოველივე ეს შესაძლებელია მასპინძლების, პარტნიორებისა და მხარდამჭერების დახმარებით.

ნამდვილ სახლში
თქვენ მიერ გაღებული თანხები ხმარდება ისეთი დროებითი საცხოვრებლების დაფინანსებას, რომლებშიც არის ყველაფერი აუცილებელი, რაც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, მაგალითად, სამზარეულო, სარეცხის გარეცხვის საშუალება ან სივრცე ბავშვებისა თუ შინაური ცხოველებისთვის.

ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა
ვინაიდან გაღებული თანხები ხმარდება საცხოვრებელს, ფულადი სახსრები დაზარალებულ რეგიონებშივე რჩება, რაც ყველას ეხმარება, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თანხის გაღების ხერხები
1 გვერდიდან 1
გაეცანით შეტანილ წვლილს
ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და არაგულგრილი ადამიანების დახმარების წყალობით, 2020 წლიდან Airbnb.org‑მა ჯამში 1,6 მილიონი ღამით უზრუნველყო უფასო დროებითი საცხოვრებელი.
გაეცანით შეტანილ წვლილს
ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და არაგულგრილი ადამიანების დახმარების წყალობით, 2020 წლიდან Airbnb.org‑მა ჯამში 1,6 მილიონი ღამით უზრუნველყო უფასო დროებითი საცხოვრებელი.
1 გვერდიდან 1
გაღებული 110 $ ერთი ღამით უზრუნველყოფს დროებით საცხოვრებელს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.


ხშირად დასმული შეკითხვები
რატომ უნდა გავიღო თანხა Airbnb.org‑ის სასარგებლოდ?
Airbnb.org ეხმარება ადამიანებს, უფასოდ იპოვონ დროებითი საცხოვრებელი კრიზისული ვითარების (მაგალითად, სტიქიური უბედურების) დროს. თქვენ მიერ გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დაზარალებული ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფას და არა ოპერაციულ ხარჯებს.რა პრინციპით მოქმედებს ყოველივე ეს? Airbnb.org‑ის ოპერაციულ ხარჯებს ფარავს Airbnb, რომელიც მისი დამფუძნებელიცაა. ახლა Airbnb.org ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, როგორც აშშ‑ის 501(c)(3) კატეგორიის ორგანიზაცია.
რა პრინციპით ხდება თანხის გაღება?
Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღების რამდენიმე გზა არსებობს:
- Airbnb.org‑ის ვებსაიტის მეშვეობით შეგიძლიათ თანხის როგორც ერთჯერადად, ისე რეგულარულად გაღება.
- Airbnb‑ზე რეგისტრირებული მასპინძლის სტატუსით თანხის გაღებაც შეგიძლიათ, კერძოდ, მასპინძლობისთვის კუთვნილი ანაზღაურებიდან გარკვეული პროცენტის, რომელსაც თავად ირჩევთ. აღნიშნულზე უარის განცხადებას ნებისმიერ დროს შეძლებთ Airbnb‑ზე თქვენი ანგარიშის პარამეტრებიდან.
ვრცელდება თუ არა საგადასახადო შეღავათები გაღებულ თანხებზე?
Airbnb.org‑ის, აშშ‑ში რეგისტრირებული 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაციის, სასარგებლოდ გაღებულ თანხებზე აშშ‑ში ვრცელდება საგადასახადო შეღავათები კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.
- აშშ‑ში პირდაპირ გაღებულ თანხებზე ვრცელდება საგადასახადო შეღავათები;
- მექსიკაში გაღებულ თანხებზე ვრცელდება საგადასახადო შეღავათები კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში;
- გაერთიანებულ სამეფოში თანხის გაღებაზე არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათები და Gift Aid სქემა;
- ავსტრალიაში გაღებულ თანხებზე საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება.
როგორ ვმართო, შევცვალო ან გავაუქმო თანხის გაღების პროცესი?
თანხის რეგულარულად გაღების შემთხვევაში ელფოსტით მიიღებთ ხოლმე შესაბამის ქვითრებს. გახსენით ყველაზე ბოლოს მიღებული ელწერილი და აირჩიეთ „თანხის გაღების მართვის“ ბმული, რის შემდეგაც გადახვალთ გვერდზე, რომლიდანაც შეძლებთ თანხის გაღების შეჩერებას/შეწყვეტას ან პარამეტრების შეცვლას.
სხვა რა გზით შეუძლიათ დახმარება Airbnb‑ზე რეგისტრირებულ მასპინძლებს?
მასპინძლებს უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით Airbnb.org‑ის საქმეში, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობა დროებითი საცხოვრებლით სტიქიური უბედურებებისა თუ კრიზისული ვითარებების დროს. თუ Airbnb‑ს მეშვეობით მასპინძლობთ, დახმარება ან თანხის გაღება შეგიძლიათ რამდენიმე გზით:
- დარეგისტრირდით, რომ Airbnb.org‑ის ფარგლებში სტუმრებს საცხოვრებელი ფასდაკლებით ან უფასოდ შესთავაზოთ;
- თუ თქვენ მიერ განთავსებული საცხოვრებელი Airbnb.org‑ის ფარგლებში დაიჯავშნება, შესთავაზეთ სტუმარს ერთჯერადი ფასდაკლება მისთვის რთულ პერიოდში;
- აირჩიეთ თანხის გაღება მასპინძლობისთვის კუთვნილი ანაზღაურებიდან, რა შემთხვევაშიც ყოველი ანაზღაურებიდან გარკვეულ პროცენტს გაიღებთ (ეს ვარიანტი მიუწვდომელია, თუ ანაზღაურება ორ ან მეტ ანგარიშს შორის ნაწილდება).
რატომ არის ერთი ღამის საშუალო ღირებულება 110 აშშ დოლარი?
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, Airbnb‑ზე განთავსებულ საცხოვრებელში ერთი ღამით სტუმრობის Airbnb.org‑ის ფარგლებში დაჯავშნა საშუალოდ 110 აშშ დოლარი ჯდებოდა.






