დაეხმარეთ ოჯახს, კვლავ შეიგრძნოს სახლისთვის დამახასიათებელი კომფორტი

ილუსტრაცია ასახავს საცხოვრებელს, რომელშიც შუქი ანთია, ფონად კი ქალაქის კაშკაშა პეიზაჟია.

გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლების პოვნას კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.

თანხის გაღება

ღამის გასათევზე მეტი

Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნი საცხოვრებელი არ არის მხოლოდ თავის შესაფარებელი ადგილი. ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, მოისვენონ, აღიდგინონ ძალები და იყვნენ ახლობლებთან ახლოს კრიზისული ვითარების დროს. საცხოვრებელში მათ ხვდებათ სამზარეულო საოჯახო კერძების მოსამზადებლად, ოთახი ბავშვების მშვიდად დასაძინებლად და უკანა ეზო, სადაც შინაური ცხოველებს თამაში შეუძლიათ.
ილუსტრაცია ასახავს სამწევრიან ოჯახს: მამას, დედასა და შვილს, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუაციის შემდეგ პირველად შედიან სახლში.

მოქმედების პრინციპი

გაფრთხილება

სტიქიური უბედურებები

როცა მსოფლიოს რომელიმე წერტილში წყალდიდობა, ძლიერი ხანძარი, მიწისძვრა ან სხვა კატასტროფა ხდება, ვცილობთ, დახმარების ხელი გავუწოდოთ ადამიანებს. რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დაბინავება ჩვენი ნდობით აღჭურვილ ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხდება.
გასაღები სტუმრებისთვის

სტუმრობა უფასოა

შემოწმების შემდეგ სტუმრები იღებენ დაბინავებისთვის განკუთვნილ ბონუსს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, Airbnb‑ს მეშვეობით უფასოდ დაჯავშნონ მათი საჭიროებების შესაბამისი საცხოვრებელი. Airbnb ფარავს Airbnb.org‑ის ოპერაციულ ხარჯებს და არ იღებს თანხას Airbnb.org‑ის მეშვეობით გაფორმებული ჯავშნებიდან, რაც ნიშნავს, რომ გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებით საცხოვრებლებში განთავსებას.
საცხოვრებელი

მასპინძლები გმირები არიან

გაღებული თანხების წყალობით, სტუმრები დროებით საცხოვრებელში თანხას არ იხდიან. მასპინძლები მაინც იღებენ ანაზღაურებას, მათ მიერ დაწესებული ფასდაკლებები კი სტუმრებისთვის გამოყოფილი თანხის უკეთ ათვისების საშუალებას იძლევა.

მასპინძლების გარეშე არაფერი გამოვიდოდა

მასპინძლები საკუთარი სახლის კარს უღებენ კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს, მათ შორის, მეზობლებს, პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებსა და მოხალისეებს.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით ათასობით მასპინძელს, რომლებიც ეხმარებიან კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს

ეშელე, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი, ესაუბრება თავის მასპინძელს, ინესას.

შესთავაზეთ უსაფრთხო საცხოვრებელი

უმასპინძლეთ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ოჯახს. ფასდაკლება დაეხმარება მათ, უკეთ აითვისონ Airbnb.org‑ის მიერ მათთვის გამოყოფილი თანხა.
ვრცლად
Airbnb.org‑ით მოსარგებლე ორი სტუმარი ხელიხელჩაკიდებულია

გაიღეთ თანხა

თქვენ მიერ გაღებული თანხა სრულად და პირდაპირ ხმარდება კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ოჯახის დაბინავებას.
თანხის ახლავე გაღება