წყალდიდობა უისკონსინში
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელთაც შეეხო წყალდიდობა, რომელმაც მილუოკი (უისკონსინი, აშშ) მოიცვა.
Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან United Way of Wisconsin, ასევე, შტატისა და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ოფიციალურ პირთან, რომლებიც განსაზღვრავენ, ყველაზე მეტად ვის სჭირდება დროებითი საცხოვრებელი, შემდეგ კი ეხმარებიან მათ მის უფასოდ პოვნაში.დახმარების ხერხები
დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც წყალდიდობები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ,