ქვეტყის ხანძრები ვიქტორიაში

Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Convoy of Hope, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს ისინი, ვისაც ვიქტორიაში (ავსტრალია) ახლახან მომხდარი ქვეტყის ხანძრები შეეხო.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ქვეტყის ხანძრები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

გაქვთ შეკითხვები?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org