წყალდიდობა ვერაკრუსსა და იდალგოში
Airbnb.org თანამშრომლობს Secretaría de Gestión Integral de Riesgos y Protección Civil‑სა და All Hands and Heart‑თან, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს ისინი, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუხდა მექსიკაში, ვერაკრუსსა და იდალგოში, ასევე, მომიჯნავე ტერიტორიებზე, მომხდარ წყალდიდობათა გამო, და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული აღნიშნულის შედეგების ლიკვიდაციაში.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც წყალდიდობები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.