ძლიერი ხანძარი ტეხასის შვერილის რეგიონში

Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია ტეხასის შვერილის რეგიონში (აშშ) მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო.ძლიერი ხანძრის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან 211 Texas Panhandle.2026 წლის მაისში ტეხასის შვერილის რეგიონში ხანძრების შედეგად დაზარალებულ ადგილობრივებს შეუძლიათ დახმარების მიღება დროებით საცხოვრებელთან დაკავშირებით. ამისთვის ისინი უნდა დაუკავშირდნენ 2‑1‑1‑ს და იკითხონ Airbnb.org‑ის პროგრამის შესახებ. სტუმრებისთვის დროებითი საცხოვრებელი უფასოა — ის ფინანსდება Airbnb.org‑ის ხელშეწყობითა და თანხის გამღები პირების გულუხვობის წყალობით.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ძლიერი ხანძარი შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

გაქვთ შეკითხვები?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org