წყალდიდობები ვაშინგტონში

ტონესამ იპოვა შინაური ცხოველებისთვის შესაფერისი საცხოვრებელი წყალდიდობის შემდეგ

შშმ პირთა ეტლში მჯდომი ტონესა იმყოფება თავის დამხმარე ძაღლთან, ფრიდასთან, ერთად.

2025 წლის დეკემბერში, ვაშინგტონში მომხდარი წყალდიდობები, რომლებიც ტონესასა და მისი პარტნიორის, ბრაიანის, სახლს დაატყდა თავს, არ იყო პირველი ტრაგედია, რომლის გადატანაც მოუხდათ მათ.2024 წელს ტონესა მოჰყვა ავტოავარიაში, რის შედეგადაც ის შრომისუუნარო გახდა ჯანმრთელობის სხვა მრავალი პრობლემით. მისმა ორმა ძაღლმა, ფრიდამ და კაიზერმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მის ფიზიკურ თუ ემოციურ გამოჯანმრთელებაში.სწორედ ამიტომ, როცა 2025 წლის 10 დეკემბერს ტონესამ მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა და წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება მიიღო სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებასთან ერთად, მან პირველი ძაღლებზე დაიწყო ფიქრი. ბრაიანი მაშინ ქალაქგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ, ამიტომ ტონესას საჩქაროდ მოუხდა ყოველივე აუცილებლის ჩალაგება.ამის შემდეგ გაჩნდა შეკითხვა, თუ სად წასულიყო ორ დიდ ძაღლთან ერთად.

„მახსოვს, მანქანაში ვიჯექი და ვტიროდი, რადგან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავით“,

— ტონესა, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი
წყალდიდობის შედეგად დაზიანებული სახლი. იატაკზე გაშლილია საძილე ტომარა.
ტონესასა და ბრაიანის სახლი წყალდიდობების შემდეგ.

იქაურობის დატოვებიდან ორ საათში წყალმა უკვე დაიწყო იმ სახლის დატბორვა, რომელშიც ტონესა და ბრაიანი ცხოვრობდნენ. ტონესა ეძებდა დროებითი საცხოვრებლის ისეთ ვარიანტს, სადაც მთელი ოჯახით (ფრიდასა და კაიზერის ჩათვლით) შეძლებდა განთავსებას.თავდაპირველად ტონესამ იპოვა თავშესაფარი, სადაც შინაური ცხოველები კი დაიშვებოდნენ, მაგრამ მხოლოდ გალიებში, თუმცა ოჯახს სჭირდებოდა მეტი სივრცე, ძაღლებს თავისუფლად გადაადგილება და ტონესას ყოველდღიურ ამოცანებში დახმარება რომ შესძლებოდათ.

ორი ძაღლი ზის მანქანის უკანა სავარძელზე და უკანა ფანჯრიდან გარეთ იყურება.

კაიზერი და ფრიდა, ტონესასა და ბრაიანის ორი ძაღლი.

„ძაღლებთან დაშორება არც კი განიხილებოდა. მათ გამო მანქანაში ძილი რომ დაგვჭირვებოდა, ასეც მოვიქცეოდით“,

— ტონესა

სწორედ ამ დროს შეიტყო მან Airbnb.org‑ის შესახებ. ტონესამ და ბრაიანმა დაჯავშნეს საცხოვრებელი, რომელშიც, მათდა საბედნიეროდ, საკმარისი სივრცე აღმოჩნდა ფრიდასა და კაიზერისთვის.

დივანზე სხედან ძაღლი და მისი პატრონი. პატრონი ძაღლს კოცნის.

„უბედნიერესი ვიყავი, რომ იმ ღამით შხაპის მიღებისა და კომფორტულ საწოლზე თავის დადების საშუალება მოგვეცა. ფუფუნება იყო, რომ საჭმლის მომზადება თავად შეგვეძლო და სწრაფი კვების იმედად არ ვიყავით“,

— ტონესა
ოჯახურ ფოტოზე გამოსახული არიან ქალი, ტონესა, მისი პარტნიორი, ბრაიანი, და მათი ორი ძაღლი, ფრიდა და კაიზერი.

ტონესასა და ბრაიანის სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, თუმცა მათ მიერ Airbnb.org‑ის მეშვეობით თავის შესაფარებლად ნაპოვნი ვარიანტი სულ რაღაც 20 წუთის სავალზე მდებარეობდა. ამგვარად, ტონესას, ბრაიანსა და მათ ძაღლებს არ მოუწიათ მშობლიურ მხარესთან დაშორება.Airbnb.org‑მა უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო აღნიშნული წყალდიდობების შედეგად დაზარალებული 2300 ადამიანი და 220 შინაური ცხოველი. რაც მთავარია, მათ შორის იყო ტონესასა და ბრაიანის ოჯახი ფრიდასა და კაიზერთან ერთად.გაიღეთ თანხა ტონესას, ბრაიანის, ფრიდასა და კაიზერის მსგავსი სხვა ოჯახების დასახმარებლად.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.

ვრცლად

ყოველ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს

გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.