ძლიერი წვიმები სამხრეთ‑დასავლეთ იაპონიაში
შეიტყვეთ, ვის შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა.
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელთაც შეეხო ძლიერი წვიმები სამხრეთ‑დასავლეთ იაპონიაში.აქედან შეგიძლიათ. თუ ევაკუაციის შესახებ მხოლოდ შეტყობინება ან გაფრთხილება მიიღეთ, Airbnb.org‑ის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლის პოვნა თქვენთვის ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა, თუ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ზონაში, სადაც ძლიერი წვიმები დაფიქსირდა და სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ჩვენ შევძლებთ მათი ვინაობის დადასტურებას. ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნადახმარების ხერხები
დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ძლიერი წვიმები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ,