წყალდიდობები შრი‑ლანკაში

Airbnb.org თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (მსო), უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს პირველადი რეაგირების ჯგუფების ის წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული შრი‑ლანკაში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგების ლიკვიდაციაში.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც შრი‑ლანკაში მომხდარი წყალდიდობები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

გაქვთ შეკითხვები?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org