ბინებში მომხდარი ხანძარი სკვირელ‑ჰილში
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელთაც შეეხო ბინებში მომხდარი ხანძარი სკვირელ‑ჰილში (პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ).
Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციებთან PA 211 და United Way of Southwestern Pennsylvania, რომლებიც განსაზღვრავს, ვის სჭირდება დროებითი საცხოვრებელი, შემდეგ კი ეხმარება მათ მის უფასოდ პოვნაში.დახმარების ხერხები
დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც სკვირელ‑ჰილში ბინებში მომხდარი ხანძარი შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ,