წყალდიდობა სკაჯიტში

შეიტყვეთ, ვის შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა.

Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Washington 211, რომ უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სკაჯიტში (ვაშინგტონი, აშშ) მომხდარი წყალდიდობები შეეხო.თუ თქვენ ან თქვენი რომელიმე ნაცნობი დაზარალებულთა შორის ხართ, საცხოვრებლის მოთხოვნა შეგიძლიათ Washington 211‑თან დაკავშირების გზით. საცხოვრებლის მისაღებად და ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნა აქედან შეგიძლიათ.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც სკაჯიტში მომხდარი წყალდიდობები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

გაქვთ შეკითხვები?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org