ხანძარი „სენდი“
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია ხანძარ „სენდის“ გამო, რომელმაც კალიფორნია (აშშ) მოიცვა.
დახმარების ხერხები
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ხანძარი „სენდი“ შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.
გაქვთ შეკითხვები?
მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org