ძლიერი ხანძარი ჯასპერში

როი და ჯელი: ნამდვილი მეგობრობა ძლიერი ხანძრის შემდეგ

ორი მოღიმარი ქალი ერთად დგას
Two women are standing together smiling

როი ჯასპერში (კანადა) ფილიპინებიდან ჩავიდა სამუშაოდ და დის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად. ის მალევე გაშინაურდა და სჯეროდა, რომ საცხოვრებლად იდეალური ადგილი იპოვა.თუმცა 2024 წლის ივლისში მთის ამ მომხიბვლელ ქალაქს ძლიერი ხანძრები მოედო. 25 000‑ზე მეტ ადამიანს ევაკუაცია მოუწია. განადგურდა ჯასპერში მდებარეობა შენობების 30%, რომელთა შორისაც იყო როისა და მისი დის სახლი.

ქალი დგას ცარიელ ადგილას, სადაც ადრე მისი სახლი იყო

სახლის გარეშე დარჩენილმა როიმ არ იცოდა, რა გაეკეთებინა. სწორედ ამ დროს შეიტყო მან Airbnb.org‑ის მეშვეობით დროებითი საცხოვრებლის პოვნის შესაძლებლობის შესახებ.როიმ მოახერხა, უსასყიდლოდ დაეჯავშნა საცხოვრებელი ადგილობრივ სუპერმასპინძელთან, ჯელისთან, რომელიც 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ჯასპერში. „უაღრესად დამეხმარა“, — გვიზიარებს როი და დასძენს: „ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების საშუალება მომცა“.

„თერაპიასავით იყო“.

ქალი დგას სახლში და შორს იყურება

როიმ ერთი თვე გაატარა ჯელის სახლში. ამ დროის განმავლობაში მან არა მხოლოდ მოსვენება, არამედ მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვაც შეძლო. „საჭმელს ვიმზადებდი, ვისვენებდი, მშვიდად ვსვამდი ყავას ფანჯრის წინ და ვუყურებდი გამვლელ მატარებლებს“, — იხსენებს ის და დასძენს: „თერაპიასავით იყო“.

ბაღში ორი ქალი ზის ერთმანეთის პირისპირ და საუბრობს

როი ერთ‑ერთი იყო იმ შვიდ სტუმარს შორის, რომლებსაც ჯელიმ Airbnb.org‑ის ფარგლებში უმასპინძლა. ისინი ნამდვილი მეგობრები გახდნენ. ახლა როი სახლის აღდგენაზე მუშაობს თავის დასთან ერთად. ისინი ჯასპერში ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.

ვრცლად

თითოეულ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს

გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.