შვების შეგრძნება სახლით იწყება

სტიქიური უბედურებისა თუ კრიზისული ვითარების დროს Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნი უფასო დროებითი საცხოვრებელი უბრალო თავშესაფარზე მეტია. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს სახლისთვის დამახასიათებელი სიმყუდროვე ხვდებათ. თქვენ მიერ გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლების დაფინანსებას.
თანხის გაღება
ფოტოზე გვერდიგვერდ ნაჩვენებია ორი სცენა. ერთ‑ერთში ჩანს დედა, რომელიც გასაშლელ საწოლზე ზის შტორმის დროს. მისი მზერა გადადის მეორე სცენაზე, სადაც ის მოღიმარ ბავშვს უყურებს მყუდრო საძინებელში მდგარ საწოლში.
ფოტოზე გვერდიგვერდ ნაჩვენებია ორი სცენა. ერთ‑ერთში ჩანს დედა, რომელიც გასაშლელ საწოლზე ზის შტორმის დროს. მისი მზერა გადადის მეორე სცენაზე, სადაც ის მოღიმარ ბავშვს უყურებს მყუდრო საძინებელში მდგარ საწოლში.

უფასო დროებითი საცხოვრებელი

Airbnb.org არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სტიქიური უბედურებებისა და სხვა კრიზისული ვითარებების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს უფასო დროებითი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება. რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს Airbnb‑ს მეშვეობით შეუძლიათ მათ მახლობლად მდებარე საცხოვრებლის შერჩევა. Airbnb‑ზე განთავსებულია 8 მილიონზე მეტი განცხადება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე საცხოვრებლების შესახებ.
ბავშვი და მისი ძაღლი ერთად სხედან იატაკზე Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნ თბილ საცხოვრებელში.

გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლების დაფინანსებას

ვინაიდან Airbnb ფარავს Airbnb.org‑ის ყოველდღიურ ხარჯებს, გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ეს ნიშნავს, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს საშუალება ექნებათ, Airbnb‑ს მეშვეობით უფასოდ დაჯავშნონ მათი საჭიროებების შესაბამისი საცხოვრებელი.
ოჯახი შედის თბილ საცხოვრებელში, რომელიც მათ Airbnb.org‑ის მეშვეობით იპოვეს სტიქიური უბედურების შემდეგ.

გაიცანით ადამიანები, რომელთაც დავეხმარეთ

ბენების ოჯახი
ტყის ხანძრები ლოს‑ანჯელესში
ბენების ოჯახი
სკაილინი
წყალდიდობები ცენტრალურ ტეხასში
სკაილინი
ვანდერსონი
წყალდიდობები ბრაზილიაში
ვანდერსონი
ბენეფიციარი ტონესა
წყალდიდობები ვაშინგტონში
ტონესა
როი
ძლიერი ხანძარი ჯასპერში
როი
ამირული
გაზსადენის აფეთქება მალაიზიაში
ამირული
ეშელე და ბრაიდენი
ტყის ხანძრები ლოს‑ანჯელესში
ეშელე და ბრაიდენი