პარიზის 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები

მხარში დაუდექით ლტოლვილ ოლიმპიელთა და პარაოლიმპიელთა გუნდებს

პარიზი‑2024‑ზე ლტოლვილ ოლიმპიელთა და პარაოლიმპიელთა გუნდები დაკომპლექტებულია 46 სპორტსმენისგან — ისინი მსოფლიო მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ 120 მილიონზე მეტ ადამიანს წარმოადგენენ. ლტოლვილთა დახმარების ოლიმპიურმა ფონდმა და Airbnb.org‑მა გადაწყვიტეს, გაეერთიანებინათ ძალისხმევა, რომ გვერდში დასდგომოდნენ გუნდებს, პარალელურად კი აემაღლებინათ საზოგადოებრივი ცნობიერება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება მშობლიური ადგილებიდან.
2024 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ლტოლვილი სპორტსმენების ამსახველი ილუსტრაცია

დაეხმარეთ ლტოლვილებს მსოფლიო მასშტაბით

ლტოლვილთა დახმარების ოლიმპიურ ფონდსა და Airbnb.org‑ს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის დიდი სურვილი აერთიანებს. ფონდი უკვე დაეხმარა 400 000‑ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდას და მათ სპორტით უსაფრთხო გარემოში დაკავების საშუალება მისცა. Airbnb.org‑მა კი 210 000‑ზე მეტი ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებლისთვის უზრუნველყო უფასო დროებითი საცხოვრებელი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს ყოფნას იქ, სადაც ის თავს შინაურად იგრძნობს. შემოგვიერთდით — ერთად დავუდგეთ მხარში იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს არა მხოლოდ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მთელ მსოფლიოში.

ჩვენი წვლილი

2020 წლიდან Airbnb.org‑მა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების საცხოვრებლით, რესურსებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა დაიწყო.
220 000+
დაბინავებული
1,4 მლნ
ღამე (დროებით საცხოვრებელში უფასოდ)
134
ქვეყანა, რომლებშიც Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობენ

ჩაერთეთ საერთო საქმეში

გაიღეთ თანხა

გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება უფასო საცხოვრებლის პოვნას რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.

დარეგისტრირდით მასპინძლად

შესთავაზეთ დროებითი საცხოვრებელი რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს.