ტორნადოები ოკლაჰომაში
Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Heartline 211 და ოკლაჰომის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც შეეხო ოკლაჰომაში მომხდარი ტორნადოები. ორგანიზაცია HeartLine, რომელიც მოქმედებს მხარდაჭერის ხაზის, 211 Community Resource Line‑ის, ფარგლებში, განსაზღვრავს, მოსახლეობიდან ვის სჭირდება დროებითი საცხოვრებელი, შემდეგ კი, ოკლაჰომის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობით, მათ Airbnb.org‑თან ამისამართებს.დაზარალებულ მოსახლეობას, რომელსაც ჩრდილოეთ ოკლაჰომაში მომხდარი ტორნადოები შეეხო, დროებითი საცხოვრებლის პოვნაში მხარდაჭერის მოთხოვნა შეუძლია ტელეფონის ნომერზე 211 დარეკვით. 211 არის მხარდაჭერის სადღეღამისო, უფასო, კონფიდენციალური სამსახური, რომელიც ეხმარება ცალკეულ ადამიანებსა თუ ოჯახებს, მიიღონ წვდომა საბაზისო მომსახურებებზე, მათ შორის, თავშესაფარზე, კვებაზე, მომხდარი უბედურების შედეგების ლიკვიდირებასა და მხარდაჭერაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ტორნადოები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.