ქვეტყის ხანძრები ახალ სამხრეთ უელსში
Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Convoy of Hope, რომ უფასო დროებითი საცხოვრებელი უზრუნველყოს მათთვის, ვისაც ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია) მომხდარი ქვეტყის ხანძრები შეეხო.დაზარალებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადით უნდა მიმართოს Convoy of Hope‑ს, თუ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ზონაში, სადაც სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, და მათ შეუძლიათ ვინაობის დადასტურება. ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნა აქედან შეგიძლიათ.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ქვეტყის ხანძრები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.