წყალდიდობები ჩრდილოეთ მიჩიგანში

Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Michigan 211, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც შეეხო ჩრდილოეთ მიჩიგანში (აშშ) მომხდარი წყალდიდობები.დროებით საცხოვრებელთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მიმართოს Michigan 211‑ს, თუ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ზონაში, სადაც წყალდიდობები დაფიქსირდა და სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე ვერ ხერხდება იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც ევაკუაციის შესახებ მხოლოდ შეტყობინება ან გაფრთხილება მიიღეს.ოჯახებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, Michigan 211‑ის წარმომადგენელთან გასაუბრება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე 211 დარეკვით ან საფოსტო ინდექსის შემცველი SMS‑ის გაგზავნით 898211‑ზე.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც წყალდიდობები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ იტოვებს თანხას Airbnb.org‑ის ფარგლებში გაფორმებული ჯავშნებიდან. ამასთან, ის მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

გაქვთ შეკითხვები?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org