ხანძარი „ნორტე“
2026 წლის 17 ოქტომბრის, შაბათის, მდგომარეობით, ხანძარი „ნორტე“ 231 ჰექტარ ტერიტორიას მოედო, რის გამოც სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში.Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან 211OC (რომელიც წარმოადგენს ორინჯის ოლქის ორგანიზაციის, United Way‑ს, ერთ‑ერთ მთავარ სამსახურს) იმ ადამიანების გამოსავლენად, რომელთაც იძულებით გადაადგილება მოუწია ორინჯის ოლქის სამხრეთ ნაწილში ხანძარ „ნორტის“ გამო და უფასო დროებითი საცხოვრებელი სჭირდება.დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ სავალდებულო ევაკუაციას დაქვემდებარებულ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს.დაზარალებულ ზონაში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 2‑1‑1, რომ მიიღონ დახმარება მათთვის ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, Airbnb.org‑ის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით (ხელმისაწვდომობის მიხედვით), ასევე, სხვა საჭიროებების მხრივ (მაგალითად, საგანგებო ვითარებაში საკვების / ღამის გასათენებელი ადგილის პოვნის და ა.შ.).
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც მიწისძვრა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.