წყალდიდობა მოზამბიკში
Airbnb.org თანამშრომლობს გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (მსო), უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს პირველადი რეაგირების ჯგუფების ის წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მოზამბიკში მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც წყალდიდობები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.