სებუ, ფილიპინები

მასპინძლები ეხმარებიან პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებს ფილიპინებში

Airbnb.org‑ის მეშვეობით მოულოდნელად მიღებულმა ჯავშანმა სტუმრები და მასპინძლები გააერთიანა ერთი მისიის ქვეშ, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ყოველმხრივ დახმარებას ითვალისწინებდა
ორი მასპინძელი გვერდიგვერდ ზის დივანზე და კამერაში იღიმის.

„არასოდეს დამავიწყდება ერთი ადამიანი გადარჩენის ისტორია, რომელიც მან თავად მომიყვა. საშინელება ხდებოდა, თუმცა მედგრად იყო, რადგან მისი ოჯახის ყველა წევრი გადარჩა. მათ მეზობლებს ნაკლებად გაუმართლათ. მთელი ოჯახი დაიღუპა“,

— რაფი მ., Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი და Angat Buhay‑ს აღმასრულებელი დირექტორი

2025 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, ფილიპინების სებუს პროვინციის ჩრდილოეთში 6,9 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.დაიღუპა 79 ადამიანი. დაზარალდა 128 000‑ზე მეტი ოჯახი და დაზიანდა 18 000‑ზე მეტი საცხოვრებელი შენობა. მათგან 3500 სრულად განადგურდა.

ფილიპინებში, სებუში, მომხდარი 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, შენობა ნანგრევებადაა ქცეული ქუჩაში.
იმავე ღამესვე მობილიზდა არაკომერციული ორგანიზაცია Angat Buhay, Airbnb.org‑ის პარტნიორი, რომლის საქმიანობაც ეფუძნება ბაიანიჰანის პრინციპს, რაც ფილიპინურად ერთობასა და სხვების დახმარებას ნიშნავს. მისმა დიდმა გუნდმა დაუყოვნებლივ დაიწყო დაზარალებულთა დახმარება.Angat Buhay‑ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რაფაელ (რაფი) მ.‑მა, დაზარალებულ რაიონებში ჩაიყვანა მოხალისეები, რომლებიც არიგებდნენ ჰიგიენურ ნაკრებებს და სამედიცინო ჩარევასაც კი უწევდნენ ორგანიზებას, როცა ეს საჭირო იყო.
არაკომერციული ორგანიზაციის, Angat Buhay‑ს, მოხალისეები სებუს (ფილიპინები) მოსახლეობას საკვებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს აწვდიან 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ.

„ასეთი ძლიერი მიწისძვრა დიდი ხანია, არ ყოფილა, ამიტომ არ ვიცოდით, რა გვეღონა. მთელ სებუში ირხეოდა შენობები“,

— პაუ გ., Airbnb.org‑ზე რეგისტრირებული მასპინძელი

Airbnb‑ზე რეგისტრირებული მასპინძლები, მია ს. და პაუ გ., სებუში, სახლში იმყოფებოდნენ, როცა მიწამ რხევა დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ მიწისძვრის შედეგები სებუში, ჩრდილოეთთან შედარებით, ნაკლებად მასშტაბური იყო, მიამ და პაუმ მაინც იგრძნეს ბიძგები. ისინი ოჯახსა და სტუმრებზე მღელვარებამ მოიცვა.როცა მიამ და პაუმ ჩრდილოეთში მომხდარი უბედურების შესახებ შეიტყვეს, იქაურების დახმარების სურვილი გაუჩნდათ. სანამ ისინი დამოუკიდებლად ცდილობდნენ Angat Buhay‑სთან დაკავშირებას, დახმარება რომ შეეთავაზებინათ ან მოხალისეებად რომ ჩაწერილიყვნენ, შეტყობინება მიიღეს იმის შესახებ, რომ მათ მიერ განთავსებული საცხოვრებელი Airbnb.org‑ის ფარგლებში დაიჯავშნა.

ნანგრევებად ქცეული სახლი ფილიპინებში, სებუში, მომხდარი 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ.
Airbnb.org‑ზე რეგისტრირებული მასპინძელი, მია ს., ეხუტება Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარ მენარდს, რომელიც ფილიპინური არაკომერციული ორგანიზაციის, Angat Buhay‑ს, წარმომადგენელია.
როცა სტუმრები დაბინავდნენ, მია და პაუ გაოცდნენ, რადგან ისინი სწორედ Angat Buhay‑ს პირველადი რეაგირების ჯგუფის წევრები იყვნენ. იმ ორგანიზაციის, რომელთან დაკავშირებასაც ცდილობდნენ მია და პაუ. „დაუჯერებელი დამთხვევა იყო, რომ ჩვენ მიერ განთავსებულ საცხოვრებლებში იმ ორგანიზაციის წევრები დაბინავდნენ, რომელთან კავშირზე გასვლასაც ვცდილობდით“, — აღნიშნავს მია.მია და პაუ მოხარული იყვნენ, რომ ქვეყანაში მოხალისეთა ერთ‑ერთი უმსხვილესი ქსელის გუნდს დაეხმარნენ საცხოვრებლის პოვნაში.

„ეს შესანიშნავი გამოსავალია პატარა ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით კი — არასამთავრობოებისთვის, რომელთა რესურსებიც შეზღუდულია. მათი თანხები მაქსიმალურად უნდა ხმარდებოდეს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებსა და ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს“,

— მენარდი, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი და Angat Buhay‑ს თანამშრომელი

მისი თქმით, ადრე, თანხის დაზოგვის მიზნით, მოხალისეებსა და თანამშრომლებს ზოგჯერ ოფისების იატაკებზე გაშლილ ზეწრებზე ეძინათ. როცა სასტუმროებში განთავსება ხერხდებოდა, ხარჯებიც საგრძნობლად იზრდებოდა.ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო: მან, Angat Buhay‑ს პირველადი რეაგირების ჯგუფების სხვა წევრებთან ერთად, Airbnb.org‑ის მეშვეობით მიიღო უფასო დროებითი საცხოვრებელი. ამან საშუალება მისცა მათ, სათანადოდ მოესვენათ და აღედგინათ ძალები დღეში 14‑16 საათის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, დაზოგილი თანხით კი დაზარალებულებს დახმარებოდნენ.

Angat Buhay‑ს მოხალისე პატარა ბავშვს ნივთებს აწვდის ფილიპინებში, სებუში, მომხდარი 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ.

„ერთმანეთის დახმარება, როცა სანაცვლოდ არაფერს მოელი, ზოგადად დამახასიათებელია ფილიპინელებისთვის“,

— პაუ გ., Airbnb.org‑ზე რეგისტრირებული მასპინძელი

ფილიპინებში ბაიანიჰანი არ არის მხოლოდ სიტყვა. ის გამსჭვალულია გაცემისა და სხვებისთვის ტვირთის შემსუბუქების სულისკვეთებით — ღირებულების, რომელიც სცდება პირად ინტერესებს და ყველა გარშემომყოფს აძლიერებს.„Airbnb.org‑ის მეშვეობით გავაცნობიერეთ, რომ გვაქვს რესურსი, რომლითაც შეგვიძლია რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარება“, — აღნიშნავს მია.

Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი, მენარდი, Airbnb.org‑ზე რეგისტრირებულ მასპინძლებთან, მია ს.‑სა და პაუ გ.‑სთან, ერთად დივანზე ზის და კამერაში იღიმის.

მია და პაუ იმედოვნებენ, რომ მათი ამბავი სხვებისთვის სამაგალითო გახდება და მეტი ადამიანი გადაწყვეტს საცხოვრებლის შეთავაზებას Airbnb.org‑ის ფარგლებში. რაფის მასპინძლობის შემდეგ ისინი მოხალისეებად შეუერთდნენ Angat Buhay‑ს.მიასა და პაუს თქმით, მასპინძლობა ბაიანიჰანის სულისკვეთებითაა გამსჭვალული როგორც ფილიპინებში, ისე მის მიღმა.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.

ვრცლად

ყოველ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს

გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.