ძლიერი ხანძარი მატაგამის ძირძველი ხალხების რეზერვაციაში
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია მატაგამის ძირძველი ხალხების რეზერვაციაში (ონტარიო, კანადა) მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო. ძლიერი ხანძრის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „SPCA Ontario“.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ძლიერი ხანძარი შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.