უსაფრთხო თავშესაფარი მარკოსისთვის

„ეს არის უსაფრთხო თავშესაფარი — სახლი, სადაც შესაძლებელია მშვიდად ყოფნა ოჯახთან ერთად და თუნდაც მცირე ხნით საავადმყოფოს დავიწყება“, — ამბობს მარკოსი.
როდესაც მარკოსი სულ რაღაც 14 წლის იყო, ესპანელმა ექიმებმა მას მენჯში 9‑სანტიმეტრიანი, დაახლოებით დიდი გრეიპფრუტის ზომის, სიმსივნე აღმოუჩინეს. მარკოსს დაუსვეს იუინგის სარკომის დიაგნოზი — ეს ძვლის კიბოა, რომელიც ყველაზე ხშირად 10‑დან 20 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება. ამან მარკოსის მთელი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.მომდევნო სამი წლის განმავლობაში მარკოსი და დედამისი, მარია, დროის უდიდეს ნაწილს ატარებდნენ მადრიდში მგზავრობაში. იქ მარკოსს შეეძლო შესაბამისი მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების მიღება. მათი ცხოვრება ექიმების, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და უამრავი სამედიცინო გამოკვლევის უწყვეტ ჯაჭვად იქცა. მარკოსი და მარია, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, ცხოვრობდნენ ბურგოსში, მადრიდიდან სამი საათის სავალზე, რაც ძალიან შორი მანძილი იყო ბიჭისთვის, რომელსაც კიბოს იშვიათი და აგრესიული ფორმა ჰქონდა.„იუნგის სარკომა ისეთი დაავადებაა, რომ ბავშვის ჰოსპიტალიზაცია საჭიროა პატარა სიცხის შემთხვევაშიც კი. ეს ძალიან საშიში, სასიკვდილო დაავადებაა“, — ამბობს მარია.მკურნალობის პირველ წელს მარკოსმა და მარიამ სახლში დაბრუნება მხოლოდ ერთხელ, მაისში, მარიას მეუღლის დაბადების დღისთვის მოახერხეს.

ახლობელი ადამიანების პოვნა მადრიდშიმკურნალობის დასაწყისში, მადრიდის საავადმყოფოში ყოფნისას, მარკოსმა და მარიამ გაიცნეს სხვა ოჯახები და ბავშვები, რომლებიც გადიოდნენ თერაპიას „რონალდ მაკდონალდის სახლის“ მეშვეობით.„სასიამოვნო იყო ისეთ ადამიანებთან ყოფნა, რომელთაც ნამდვილად ესმოდათ ჩვენი“, — იხსენებს მარია და დასძენს: „ეს ოჯახები იმავე პრობლემის წინაშე იყვნენ, თუნდაც კიბო განსხვავებული ტიპის ყოფილიყო“.ერთობის ასეთი შეგრძნება მნიშვნელოვანი იყო დედისა და მისი ვაჟისთვის, თუმცა, დროთა განმავლობაში, მარკოსის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საჭირო გახდა სხვა საცხოვრებლის პოვნა. ისინი საცხოვრებლებს Airbnb‑ს მეშვეობით ჯავშნიდნენ.თავდაპირველად მარია ყველაფერს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა, რაც მის ისედაც მწირ ფინანსურ რესურსებს კიდევ უფრო ამცირებდა, თუმცა მალე ფონდმა Aladina Fundación‑მა ის Airbnb.org‑თან დააკავშირა.

სახლისთვის დამახასიათებელი სიმყუდროვე კურნავსAirbnb.org თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Aladina Fundación ესპანეთში, რომ უფასო დროებითი საცხოვრებელი უზრუნველყოს იმ ოჯახებისა და ცალკეული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლიდან შორს უწევთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მისაღებად.„ჩემი ვაჟი ძალას მმატებს“, — ამბობს მარია და დასძენს: „წლების განმავლობაში ამდენი ბრძოლისა და რეციდივის შემდეგ ის ჩემთვის მისაბაძ მაგალითად იქცა“.ამ ტიპის სტუმრობები შესაძლებელი ხდება Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გამღები პირების მხარდაჭერით. ისინი მარიას მსგავს მშობლებს ეხმარებიან, მარკოსის მსგავს პაციენტებს კი ნორმალური ცხოვრებისა და კომფორტის შეგრძნებას უბრუნებენ.

„გვაქვს სივრცე, სადაც შეგვიძლია მოსვენება, სახლის შეგრძნების დაბრუნება, თანაც საავადმყოფოსთან ახლოს. ეს შეუფასებელია“,
ყველაზე მეტად მარკოსს მოსწონს სიწყნარე და სიმშვიდე, რომელსაც მას Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნი საცხოვრებელი ჩუქნის.მისი თქმით, Airbnb.org‑ის მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრებელი თითქმის სახლივითაა.
მიიღეთ მონაწილეობა
შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.
ვრცლადყოველ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს
გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.



