თავშესაფარი წყალდიდობით დაზარალებული ოჯახისა და შინაური ცხოველებისთვის

„წყალმა ყველაფერი წაიღო“.
2026 წლის 20 მარტს, როცა შუაღამიდან სულ ცოტა ხანი იყო გასული, მაილე და კაი მძვინვარე შტორმმა გამოაღვიძა. ყოველი შემთხვევისთვის მათ გადაწყვიტეს, შემაღლებულ ადგილას გადაეყვანათ თავიანთი ავტომობილები, თუმცა არ იცოდნენ, რომ ნივთების ჩასალაგებლად და იქაურობის დასატოვებლად ნახევარ საათზე ნაკლები დრო ჰქონდათ.
„ჩასაბარგებლად მხოლოდ 10 წუთი გვქონდა“.

ყველანი ერთადწყალი სწრაფად მოვარდა. როგორც კი მაილე და კაი მიხვდნენ, რომ სიტუაცია არ გაუმჯობესდებოდა, მათ სასწრაფოდ დაიწყეს ევაკუაცია თავიან „ხროვასთან“ ერთად — ასე ეძახის მაილე მოფერებით მის ხუთ ძაღლს: ბლეკის, ტაინის, ნოელს, სესისა და ჩონჩოს. მათ გარეშე წასვლა არც კი განიხილებოდა.„ჯერ ძაღლებს დავავლეთ ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ — ტანსაცმელს. ძაღლებზე ძვირფასი არავინ და არაფერი იყო“, — იხსენებს კაი.იმ დროისთვის, როდესაც მაილე და კაი ხუთივე ძაღლთან ერთად თავიანთ პიკაპში მოთავსდნენ, წყალი კაპოტის დონეზე ავარდა, ძლიერი დინება კი ავტომობილს გვერდულად მიაქანებდა. გასაოცარია, მაგრამ ძრავამ საკმაოდ დიდხანს გაძლო. ოჯახმა შეძლო, თავი დაეღწია წყალდიდობის ზონისთვის, თუმცა დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდა.
დროებითი საცხოვრებელი ადამიანებისა და მათი შინაური ცხოველებისთვისშტორმის შემდეგ გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა, წყალდიდობას 2004 წლის შემდეგ ჰავაიზე ყველაზე სეროზული მოვლენა უწოდა.როცა მომდევნო დღეს მაილე და კაი ჰალეივაში მდებარე თავიანთ სახლში დაბრუნდნენ, აღმოაჩინეს, რომ ის რამდენიმე მეტრით იყო დატბორილი. ზიანის მასშტაბი საგრძნობი იყო.

მაილემ და კაიმ მხარდაჭერისთვის თავისიანებს მიმართეს. საკუთარ სახლში გაჩერება მათ უკვე აღარ შეეძლოთ, ამიტომ მეგობრებისა და ნათესავების იმედად იყვნენ, რომ ვინმე შეიკედლებდა მათ შინაურ ცხოველებთან ერთად. საბოლოო ჯამში, დახმარების ხელი მათ Airbnb.org‑მა გაუწოდა. მაილემ და კაიმ დაჯავშნეს უფასო საცხოვრებელი, რომელშიც ყველამ ერთად შეძლეს განთავსება უსაფრთხო და მყუდრო გარემოში.„ძალიან მოგვეშვა, რადგან არჩევანის გაკეთება არ მოგვიწია: თავზე ჭერიც ვიპოვეთ და ცხოველებთან განშორებაც არ მოგვიხდა. გასაოცარი შეგრძნებაა, როცა ყველა ერთად ვართ“, — ამბობს კაი.

მასპინძლის მიმართ პატივისცემის ნიშნად, მაილემ და კაიმ გადაწყვიტეს, Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნ საცხოვრებელში თავიანთი ხუთი ძაღლიდან მხოლოდ სამი წაეყვანათ. მათი პატარა ხროვის დანარჩენი ორი წევრი მეგობრებმა შეიფარეს.
შველა მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავსმაილესთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ძაღლები ახლოს ჰყოლოდა, რა გზითაც არ უნდა ეპოვა საცხოვრებელი — Airbnb.org‑ის თუ ახლობლების მეშვეობით. მათ გარეშე ტრავმის გადატანა ძალიან მძიმე იქნებოდა.„ეს საცხოვრებელი ნამდვილი საჩუქარია. ძაღლებთან განშორებას რთულად გადავიტანდი, ფიქრშიც კი არ შემიძლია ამის დაშვება“, — ამბობს მაილე.

თანხის გამღები პირებისა და მასპინძლების მხარდაჭერის წყალობით, Airbnb.org უზრუნველყოფს დროებით საცხოვრებლებს ოჯახებისთვის, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, რომ რთულ პერიოდში ყველანი ერთად იყვნენ. სწორედ მათ შორის აღმოჩნდა მაილესა და კაის ოჯახი.მარტში მომხდარი ზამთრის შტორმების შედეგად დაახლოებით 5500‑მა ადამიანმა მიიღო ოაჰუს ჩრდილოეთ სანაპიროდან ევაკუაციის ბრძანება. Airbnb.org‑მა უფასო დროებითი საცხოვრებელი საერთო ჯამში 597 ღამით უზრუნველყო 220‑ზე მეტი სტუმრისთვის.„Airbnb.org დაეხმარა ჩვენს ბევრ ნაცნობს, რომლებმაც სახლი დაკარგეს“, — აღნიშნავს კაი.
მიიღეთ მონაწილეობა
შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.
ვრცლადყოველ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს
გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.



