ავიაკატასტროფა ლუისვილში
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელთაც შეეხო ლუისვილში (კენტუკი, აშშ) მომხდარი ავიაკატასტროფა.ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა, თუ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ზონაში, სადაც ავიაკატასტროფა დაფიქსირდა და სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ჩვენ შევძლებთ მათი ვინაობის დადასტურებას. ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნა შეგიძლიათ. თუ ევაკუაციის შესახებ მხოლოდ შეტყობინება ან გაფრთხილება მიიღეთ, Airbnb.org‑ის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლის პოვნა თქვენთვის ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ავიაკატასტროფა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.