ადგილობრივების მხარდაჭერა ტყის ხანძრების შემდეგ
ოფიციალური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ადამიანები მაინც განაგრძობენ ერთმანეთზე ზრუნვას ლოს‑ანჯელესის მასშტაბით.
თანხის გაღებაადგილობრივების მხარდაჭერა ტყის ხანძრების შემდეგ
ოფიციალური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ადამიანები მაინც განაგრძობენ ერთმანეთზე ზრუნვას ლოს‑ანჯელესის მასშტაბით.
თანხის გაღება
ალტადენა
ბენების ოჯახი
ბენები ალტადენაში 1950‑იან წლებში დასახლდნენ და ცნობილი არიან, როგორც მუსიკალური ოჯახი. ისინი რეგულარულად ასრულებენ სიმღერებს ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე. ხანძარმა „იტონმა“ მთლიანად გაანადგურა ორი სახლი, რომლებშიც მათი რამდენიმე თაობა გაიზარდა. ოჯახის თერთმეტმა წევრმა მოახერხა, Airbnb‑ზე განთავსებული ერთ‑ერთი საცხოვრებლისთვის შეეფარებინა თავი, სანამ მოიფიქრებდნენ, როგორ ეცხოვრათ შემდეგ. „ამ ეტაპზე ერთად დაბინავება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, როცა ოჯახში გადაადგილების შეზღუდვის მქონე წევრები და პატარები გვყავს“, — აღნიშნავს ლორენ ბენი, ბენების შვიდი შვილიდან ყველაზე უფროსი. ბენები გეგმავენ, დაბრუნდნენ ალტადენაში და აღადგინონ ადგილობრივებთან სიახლოვე.

„სახლის დაკარგვა ერთია, მაგრამ საკუთარი ისტორიის ნაწილთან განშორება სულ სხვა დანაკლისია“, — აღნიშნავს ლორენი.
ალტადენა
ეშელე და ბრაიდენი
ეშელე ფსიქოთერაპევტია. მისი ოჯახი ალტადენაში მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდა. მან, მისმა ვაჟმა, ბრაიდენმა, და ჩიუაუამ, სახელად კინგ‑ტუტმა, დაგარგეს სახლი, რომელშიც ეშელემ თავისი ცხოვრების 17 წელი გაატარა. თავშესაფრის პოვნაში მათ Airbnb.org‑ისთვის განკუთვნილი ბონუსი და Airbnb‑ზე რეგისტრირებული მასპინძელი, ინესა, დაეხმარა. საკუთარი პრობლემების მიუხედავად, ეშელემ გააგრძელა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარება.

„ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ვიღაც გკითხულობს და შენზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე“, — ამბობს ეშელე.
ალტადენა
კევინი, ბრიჯიტი და კოპი
კევინი და ბრიჯიტი პროფესიით მხატვრები და ფოტოგრაფები არიან. ისინი თავიანთ 10 წლის ვაჟთან, კოპერნიკთან, და ძაღლთან, გალაქსისთან, ერთად ცხოვრობენ ალტადენაში. ოჯახმა დაკარგა სახლი და ნამუშევრების უდიდესი ნაწილი, თუმცა ისინი ყველაზე მეტად მეზობლებზე ღელავენ. ამჟამად ოჯახი Airbnb‑ს მეშვეობით ნაპოვნ საცხოვრებელს აფარებს თავს უფასოდ, სანამ გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს.

„ახლა ვცდილობთ, კარგად ავწონ‑დავწონოთ, როგორ მოვიქცეთ შემდეგ“, — ამბობს კევინი.
საუზენდ‑ოუკსი
სანამი და მისი ოჯახი
რამდენიმე სახლი, რომლებსაც სანამის ოჯახი აქირავებდა, ტყის ხანძრებს შეეწირა. ამის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა ვენტურიდან ჩამოსული რვა მეხანძრისა და ოთხი სამსახურებრივი ძაღლის დაბინავება. სანამის 3, 5, 6 და 9 წლის შვილები ეხმარებოდნენ მას სტუმრებისთვის Costco‑ში საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენაში, რომ მეხანძრეებს საკმარისი ენერგია ჰქონოდათ თავიანთი საქმის შესასრულებლად.

„მეხანძრეებს ცეცხლთან საბრძოლველად საჭირო ენერგიისა და ძალების აღდგენაში დავეხმარეთ, რაც ძალიან მახარებს“, — აღნიშნავს სანამი.
პალმ‑დეზერტი
ჯიმი
ჯიმი პალმ‑დეზერტში დაიბადა და გაიზარდა. მისი ხელმძღვანელობით ადგილობრივები ერთად შეიკრნენ ლოს‑ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. პირველ კვირაში ჯიმიმ ცხრა ევაკუირებულ ოჯახს უმასპინძლა. ერთ‑ერთი ოჯახისთვის, რომელმაც სახლი დაკარგა, მან შეაგროვა შემოწირულებები, ადგილობრივი რესტორნებისა და კაფეების სასაჩუქრე ბარათების სახით.

„ძალიან დამწყდა გული, რომ ყველაფერი დაკარგეს და სრულიად მოულოდნელად მოუწიათ სხვაგან გადასვლა. მსურს, რომ მათ თავი კომფორტულად იგრძნონ ჩემს სახლში და ესმოდეთ, რომ მეზობლებთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ მათ გვერდში დგომას“, — ამბობს ჯიმი.
ლონგ‑ბიჩი
კეიტლინი
კეიტლინი, მასპინძელი ლონგ‑ბიჩიდან, ძალას არ იშურებდა, რომ დახმარებოდა ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულებს, რომელთა შორის აღმოჩნდნენ ფეხმძიმობის 39‑ე კვირაზე მყოფი დედა და მისი ოჯახი, რომლებმაც ალტადენაში სახლი დაკარგეს. კეიტლინი სტუმრებს სხვების მიერ გაღებული პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფდა. ის დღესაც ცდილობს, სხვა მასპინძლებიც ჩართოს ამ საქმეში და საცხოვრებლის საჭიროების მქონე მაქსიმალურად მეტ ადამიანს დაეხმაროს.

„ორ კვირაში ბევრი რამ მოხდება და მსოფლიოს დაავიწყდება დაზარალებულები, თუმცა მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ დახმარება“, — აღნიშნავს კეიტლინი.
სხვა ამბები ლოს‑ანჯელესიდან
„ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ოჯახისთვის კომფორტული პირობების უზრუნველყოფაა, რომ მათ როგორღაც შეძლონ ცხოვრების გაგრძელება“.
— ლორენი, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი ალტადენიდან (კალიფორნია, აშშ)
„ცოტა დავმშვიდდით, თავშესაფარი რომ ვიპოვეთ, რადგან უკვე აღარ ვიცოდით, სად გვეცხოვრა“.
— კეიტი, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი ტოპანგიდან (კალიფორნია, აშშ)
დღესვე გაიღეთ თანხა
თანხა მთლიანად ხმარდება დაბინავებას
ნებისმიერი ოდენობის გაღებული თანხა სრულად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის პოვნას კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.
Airbnb‑საც შეაქვს თავისი წვლილი
Airbnb ფარავს Airbnb.org‑ის ყველა ოპერაციულ ხარჯს და არ იღებს მომსახურების გადასახადებს მის ფარგლებში გაფორმებული ჯავშნებისთვის.
სტუმრობა უფასოა
საცხოვრებლებს უზრუნველყოფენ მასპინძლები, ბევრ შემთხვევაში — ფასდაკლებით. დანარჩენი გაღებული თანხებით იფარება.