ხანძრები ლონგ‑ლეიკში

შეიტყვეთ, ვის შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა.

Airbnb.org თანამშრომლობს Dalhousie Community Hall Association‑თან, რომ უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც ლონგ‑ლეიკში (ახალი შოტლანდია, კანადა) მძვინვარე ხანძრები შეეხო.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ლონგ‑ლეიკის ხანძრები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.