ლოს‑ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულთა დახმარება
ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებული დაახლოებით 25 000 ადამიანი დავაბინავეთ და კვლავაც განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას.
ლოს‑ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულთა დახმარება
ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებული დაახლოებით 25 000 ადამიანი დავაბინავეთ და კვლავაც განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას.

2025 წლის 7 იანვარს ლოს‑ანჯელესში გაჩენილ ტყის ხანძრებს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 000‑ზე მეტს კი იძულებით გადაადგილება მოუწია. ხანძრებმა 12 000‑ზე მეტი შენობა გაანადგურა და მთელი უბნები ფერფლად აქცია.
რეგულარული მხარდაჭერა

მიიღეთ დახმარება
211 LA-სთან თანამშრომლობით ადამიანებს უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ. განაცხადის წარმოსადგენად შეავსეთ 211 LA‑ს განაცხადის ფორმა.

შესთავაზეთ საცხოვრებელი
ფასდაკლებით შესთავაზეთ საცხოვრებელი კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს.
ჩვენი წვლილი
დაზარალებულების დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყოფის მიზნით, Airbnb.org‑ისა და არაკომერციული ორგანიზაცია 211 LA‑ს თანამშრომლობა ტყის ხანძრების გაჩენისთანავე დაიწყო. პირველი სტუმარი 24 საათის განმავლობაში დავაბინავეთ, მას შემდეგ კი დაახლოებით 25 000 ადამიანს ვაპოვნინეთ დროებითი საცხოვრებელი.
რუკაზე აღნიშნული მონაცემები მოიცავს 2025 წლის 9 იანვრიდან 2 მარტამდე პერიოდს
ადამიანებმა საცხოვრებლები თავიანთ სახლებთან ახლოს დაჯავშნეს Airbnb‑ს მეშვეობით, შინიდან შორს რომ არ ყოფილიყვნენ. ამგვარად, ბავშვებსაც არ მოუწიათ ახალ სკოლებში გადასვლა, დასაქმებულები სამსახურებთან ახლოს დარჩნენ და ყველამ შეინარჩუნა ადგილობრივ ნაცნობებთან სიახლოვე.
23 900
დაბინავებული სტუმარი
2300
დაბინავებული შინაური ცხოველი
1000
დაბინავებული სპეციალისტი
სტუმრებისა და მასპინძლების ისტორიები
ოფიციალური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ადგილობრივები მაინც განაგრძობენ ერთმანეთის გვერდში დგომას.
ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ ვიპოვო დროებითი საცხოვრებელი Airbnb.org‑ის მეშვეობით?
ვის შეუძლია საცხოვრებლის დაჯავშნა Airbnb.org‑ის მეშვეობით?
Airbnb.org‑ის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლის პოვნა შეუძლიათ როგორც ლოს‑ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულ პირებს, ისე სამაშველო სამსახურების მუშაკებს. Airbnb.org თანამშრომლობს სამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რომელთა თანამშრომლებიც წყვეტენ ცალკეული სტუმრების კრიტერიუმებთან შესაბამისობას.ვრცლად.
შემიძლია თუ არა საცხოვრებლის სრულ ფასად შეთავაზება Airbnb‑ს მეშვეობით, საგანგებო სიტუაციების დროს კი უფასოდ ან ფასდაკლებით — Airbnb.org‑ის ფარგლებში?
დიახ, საცხოვრებელს ექნება ერთი კალენდარი, ამიტომ სტუმრობის მსურველები მას ორჯერ ვერ დაჯავშნიან ერთსა და იმავე პერიოდში.
როგორ გავარკვიო, რომელი ჯავშანი ფორმდება Airbnb.org‑ის მეშვეობით?
როცა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი სტუმრები Airbnb.org‑ის მეშვეობით საცხოვრებლის დაჯავშნას ითხოვენ, მასპინძლები იღებენ შესაბამის შეტყობინებას.
რა ხდება სტუმრობის დასრულების შემდეგ?
Airbnb.org‑ის ფარგლებში მიღებულმა სტუმრებმა საცხოვრებელი დათქმულ ვადებში უნდა გაათავისუფლონ. პრობლემების შემთხვევაში მათ Airbnb‑ს მხარდაჭერის სპეციალიზებული გუნდის წევრები მოაგვარებენ — ისინი დაუკავშირდებიან სტუმრებს და საცხოვრებლიდან მათ გასვლას უზრუნველყოფენ.
Airbnb‑ზე მასპინძლად რეგისტრირებული არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით დავეხმარებოდი სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს დროებითი საცხოვრებლით. როგორ მოვიქცე?
თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობისთვის დარეგისტრირდეთ, რა შემთხვევაშიც მხოლოდ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დაეხმარებით უფასო დროებითი საცხოვრებლით. თქვენ მიერ განთავსებულ საცხოვრებელს სხვები ვერ დაჯავშნიან.
ვრცლად ჩვენი რეაგირების შესახებ
გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.






