წყალდიდობა ნაივაშის ტბაზე

Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Forum for Women in Development, Democracy and Justice, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს პირველადი რეაგირების ჯგუფების ის წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ნაივაშის ტბაზე (კენია) ახლახან მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ნაივაშის ტბაზე მომხდარი წყალდიდობა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

გაქვთ შეკითხვები?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org