ტყის ხანძრები ლოს‑ანჯელესში

ფოტოგრაფი ეძებს თავისიანებს სახლის დაკარგვის შემდეგ

კევინ კული პროფესიონალი ფოტოდოკუმენტალისტია — ტყის ხანძრები არაერთხელ მოხვედრილა მის ობიექტივში,თუმცა ის საერთოდ არ ელოდა, რომ სწორედ ტყის ხანძარი შეიწირავდა მისი ოჯახის სახლს ალტადენაში.

კევინ კული ფოტოდოკუმენტალისტია — ხანძრები და სხვა ბუნებრივი მოვლენები არაერთხელ მოხვედრილა მის ობიექტივში, თუმცა ის საერთოდ არ ელოდა, რომ სწორედ ტყის ხანძარი შეიწირავდა მისი ოჯახის სახლს ალტადენაში.კევინმა და ბრიჯიტმა, მისმა მეუღლემ, რომელიც ასევე ხელოვანია და სკოლაში ასწავლის, ხანძრის გამო დაკარგეს სახლი, სამუშაო სტუდია და ნამუშევრების უდიდესი ნაწილი. მათ ევაკუაცია თავიანთ ვაჟთან, კოპერნიკთან, და ძაღლთან, გალაქსისთან, ერთად მოუხდათ. ბრიჯიტმა Airbnb.org‑ის მიერ უზრუნველყოფილი უფასო დროებითი საცხოვრებლის შესახებ 211LA‑ის მეშვეობით გაიგო და სასწრაფოდ შემოიტანა განაცხადი ჯავშნის გასაფორმებლად განკუთვნილი ბონუსის მისაღებად.

მამაკაცი, ქალი, ბიჭი და ძაღლი კარის ღიობზე მიყრდნობილი დგანან. მათი სახეები მზის სინათლითაა განათებული.

კევინმა, ბრიჯიტმა, კოპერნიკმა და გალაქსიმ უფასოდ დაჰყვეს რამდენიმე კვირა Airbnb‑ზე განთავსებულ ერთ‑ერთ საცხოვრებელში — ამაში მათ Airbnb.org დაეხმარა.

ოჯახმა Airbnb‑ზე განთავსებულ ერთ‑ერთ საცხოვრებელში რამდენიმე კვირა გაატარა, სანამ მოიფიქრებდა, როგორ ეცხოვრა შემდეგ. „ახლა ვცდილობთ, კარგად ავწონ‑დავწონოთ, როგორ მოვიქცეთ შემდეგ“, — ამბობს კევინი.

მზის სათვალეში გამოწყობილი მამაკაცი და ზოლებიან პერანგში გამოწყობილი ქალი სხედან მზით განათებულ ოთახში, სამუშაო ზედაპირთან.

ადგილის შემავსებელი

„სახლისა და ნივთების დაკარგვა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია“, — ამბობს ბრიჯიტი და დასძენს: „მაგრამ ადგილობრივები ისეთი კარგები არიან, მათგან შორს ყოფნა ნამდვილად გამიჭირდება“.

სტუმრობის პერიოდში კევინმა ადგილობრივ გალერეაში თავისი ნამუშევრები გამოფინა. მოეწყო მისი წიგნის პრეზენტაციაც, რასაც კევინი ტყის ხანძრებამდე დიდი ხნით ადრე გეგმავდა. ერთი სიტყვით, კევინს საშუალება მიეცა, შეეკრიბა თავისიანები — მასა და მის ოჯახს იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სხვების მხარდაჭერა და ადამიანებთან ურთიერთობა.„სახლისა და ნივთების დაკარგვა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია“, — ამბობს ბრიჯიტი და დასძენს: „მაგრამ ადგილობრივები ისეთი კარგები არიან, მათგან შორს ყოფნა ნამდვილად გამიჭირდება“. ოჯახმა მოახერხა საცხოვრებლის გრძელვადიანი ვარიანტის პოვნა და ამჟამად ცდილობს, შეინარჩუნოს კავშირი თავისიანებთან.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.

ვრცლად

თითოეულ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს

გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.