ოჯახებისა და მათი შინაური ცხოველების დახმარება

Jinx‑ის ხელშეწყობით, Airbnb.org‑ს საშუალება აქვს, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული უფრო მეტი ადამიანი უზრუნველყოს უფასო დროებითი საცხოვრებლით მათ შინაურ ცხოველებთან ერთად.
ოჯახური ფოტო, რომელზეც მაილე და კაი სხედან თავიანთი სახლის შესასვლელის კიბეზე სამ ძაღლთან, ბლეკისთან, ტაინისა და ნოელთან, ერთად.

გაიცანით მაილე, კაი და მათი ძაღლები

„Airbnb.org‑ის გარეშე, სიმართლე რომ გითხრათ, ახლა სახლიდან სახლში გადასვლა და მანქანაში ძილი მოგვიწევდა“, — გვიზიარებს მაილე Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნ უფასო დროებით საცხოვრებელში დაბინავებასთან დაკავშირებით და დასძენს: „ბედნიერებაა, როცა შეგიძლია სარეცხის გარეცხვა, ძაღლების დაბანა, სრულფასოვანი სადილის მომზადება. საუზმეც გვქონდა, სადილიც და ვახშამიც. ადრეც ასე იყო ხოლმე, უბრალოდ, ახლა ამას უფრო მეტად ვაფასებდით“.
მათი ამბის გაცნობა

სტიქიური უბედურებების დროს შინაურ ცხოველებსაც ვეხმარებით

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციის ამერიკული საზოგადოების (ASPCA) მონაცემების მიხედვით, სტიქიური უბედურებების დროს ევაკუაციისას ადამიანების 32%‑ს მოუწია ერთი ძაღლის ადგილზე დატოვება.Airbnb.org ეხმარება ევაკუირებულ პირებს, დაჯავშნონ შინაური ცხოველებისთვის შესაფერისი საცხოვრებლები, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთად იყოს.
ადამიანს მუხლებზე ორი პატარა ძაღლი ჰყავს. ერთ‑ერთი მათგანი მაღლა იყურება, მეორე კი — კამერაში.

Jinx გასცემს თანხას, რომ დაზარალებულთათვის მოიძებნოს შინაური ცხოველებისთვის შესაფერისი დროებითი საცხოვრებლები

Jinx‑ის მხარდაჭერით, Airbnb.org‑ს საშუალება აქვს, უფრო მეტი ადამიანი უზრუნველყოს უფასო დროებითი საცხოვრებლით, რომ მათ თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად შეძლონ ძალების აღდგენა.Jinx‑ის მიერ Airbnb.org‑ის სასარგებლოდ გაღებული თანხით შესაძლებელია დროებით საცხოვრებლებში 900‑ზე მეტი ღამის დაფინანსება სტიქიური უბედურებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის.
ბედნიერი შავი ძაღლი ღია პირით დგას ადამიანთან, რომელსაც ხელებზე სვირინგები აქვს.
დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს:
JINX‑ის ლოგო

Jinx არის შინაური ცხოველების საკვების თანამედროვე ბრენდი, რომელიც ძაღლებისა და კატების ჯანსაღ ცხოვრებაზეა ორიენტირებული.

ვრცლად