მიწისძვრა ინდონეზიაში

2026 წლის აგვისტო

18 აგვისტოს ინდონეზიაში სამი მიწისძვრა მოხდა 24 საათის განმავლობაში. მათგან ყველაზე ძლიერი, 7,7 მაგნიტუდის, ფლორესის სანაპიროს დაატყდა თავს. მიწისძვრის შემდეგ 230‑ზე მეტი აფტერშოკი დაფიქსირდა და ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა.Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Caritas Indonesia, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრები და ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც მიწისძვრა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.