დახმარება ქარიშხალ „მელისასთან“ დაკავშირებით
შეიტანეთ წვლილი უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაში მათთვის, ვისაც ქარიშხალი „მელისა“ შეეხო.
თანხის გაღებადახმარება ქარიშხალ „მელისასთან“ დაკავშირებით
შეიტანეთ წვლილი უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაში მათთვის, ვისაც ქარიშხალი „მელისა“ შეეხო.
თანხის გაღება
ჩვენი მხრიდან რეაგირება
ქარიშხალ „მელისას“ შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად Airbnb.org თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომელთა შორისაცაა All Hands & Hearts, Church World Service, ჰაიტის საჰაერო სასწრაფო დახმარება, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (მსო), Project HOPE და Team Rubicon. აღნიშნული ორგანიზაციების პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის კარიბის ზღვის მთელი რეგიონის მასშტაბით უზრუნველვყოფთ საცხოვრებლებს.იამაიკაში Airbnb.org თანამშრომლობს უშუალოდ მსო‑სა და სახელმწიფო მოხელეებთან, რომ უფასო დროებითი საცხოვრებლები უზრუნველყოს როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კატეგორიების მუშაკები, ისე ქარიშხლის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები.
დახმარების ხერხები

გაიღეთ თანხა
თქვენ მიერ გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას მათთვის, ვისაც ქარიშხალი „მელისა“ და სხვა კრიზისული ვითარებები შეეხო.

შესთავაზეთ საცხოვრებელი
თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისა და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად.
ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ ვიპოვო დროებითი საცხოვრებელი Airbnb.org‑ის მეშვეობით?
ამ ეტაპზე Airbnb.org არ იღებს განაცხადებს პირდაპირ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისგან. ამის ნაცვლად, Airbnb.org ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რომელთა თანამშრომლებიც თავად მიაკვლევენ ადამიანებს, რომელთაც დროებითი საცხოვრებელი სჭირდებათ. ვრცლად.
ვის შეუძლია სტუმრობის დაჯავშნა Airbnb.org‑ის ფარგლებში?
Airbnb.org‑ის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლის პოვნა შეუძლიათ როგორც ქარიშხალ „მელისას“ შედეგად დაზარალებულ პირებს, ისე სამაშველო სამსახურების მუშაკებს. Airbnb.org თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რომელთა თანამშრომლებიც წყვეტენ ცალკეული სტუმრების კრიტერიუმებთან შესაბამისობას. ვრცლად.
შემიძლია თუ არა საცხოვრებლის სრულ ფასად შეთავაზება Airbnb‑ს მეშვეობით, საგანგებო სიტუაციების დროს კი უფასოდ ან ფასდაკლებით — Airbnb.org‑ის ფარგლებში?
დიახ, საცხოვრებელს ექნება ერთი კალენდარი, ამიტომ სტუმრობის მსურველები მას ორჯერ ვერ დაჯავშნიან ერთსა და იმავე პერიოდში.
როგორ გავარკვიო, რომელი ჯავშანი ფორმდება Airbnb.org‑ის მეშვეობით?
როცა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი სტუმრები Airbnb.org‑ის მეშვეობით საცხოვრებლის დაჯავშნას ითხოვენ, მასპინძლები იღებენ შესაბამის შეტყობინებას.
რა ხდება სტუმრობის დასრულების შემდეგ?
Airbnb.org‑ის ფარგლებში მიღებულმა სტუმრებმა საცხოვრებელი დათქმულ ვადებში უნდა გაათავისუფლონ. პრობლემების შემთხვევაში მათ Airbnb‑ს მხარდაჭერის სპეციალიზებული გუნდის წევრები მოაგვარებენ — ისინი დაუკავშირდებიან სტუმრებს და საცხოვრებლიდან მათ გასვლას უზრუნველყოფენ.
Airbnb‑ზე მასპინძლად რეგისტრირებული არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით დავეხმარებოდი სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს დროებითი საცხოვრებლით. როგორ მოვიქცე?
თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობისთვის დარეგისტრირდეთ, რა შემთხვევაშიც მხოლოდ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დაეხმარებით უფასო დროებითი საცხოვრებლით. თქვენ მიერ განთავსებულ საცხოვრებელს სხვები ვერ დაჯავშნიან.
ვის დაეხმარება ჩემ მიერ გაღებული თანხა?
თქვენ მიერ Airbnb.org‑ის სასარგებლოდ გაღებული თანხით დაფინანსდება დროებითი საცხოვრებელი იმ ოჯახებისა და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის, რომელთაც ღამის გასათევი დასჭირდათ ქარიშხალ „მელისას“ ან სხვა კრიზისული ვითარებების გამო.თქვენ მიერ გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება დაზარალებული ადამიანებისთვის უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას და არა ოპერაციულ ხარჯებს. Airbnb.org‑ის ოპერაციულ ხარჯებს ფარავს Airbnb.Airbnb.org ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, როგორც 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაცია.
ვრცლად ჩვენი რეაგირების შესახებ
გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.



