
How we're responding
Airbnb.org, a nonprofit founded by Airbnb to provide emergency housing in times of crisis, is prepared to help residents displaced by flooding and damaging winds as Hurricane Isaias makes landfall late Friday.Airbnb.org is partnering with organizations across the region, including Inform Florida and Florida’s 211 network, to offer free emergency housing to residents who are under mandatory evacuation orders. Airbnb.org is also working with All Hands & Hearts to provide free emergency housing for their first responders as they stage in the southeastern United States while preparing to deploy to support relief efforts.In Florida, residents living in areas under mandatory evacuation orders can request support by contacting 211, which will determine eligibility. Once the storm makes landfall and impacts are assessed, Airbnb.org and its partners will provide details about additional assistance.Because donations to Airbnb.org pay for stays, people in need stay for free.
დახმარების ხერხები

გაიღეთ თანხა
თქვენ მიერ გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას მათთვის, ვისაც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრა და სხვა კრიზისული ვითარებები შეეხო.

შესთავაზეთ საცხოვრებელი
თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისა და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად.
ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ ვიპოვო დროებითი საცხოვრებელი Airbnb.org‑ის მეშვეობით?
ამ ეტაპზე Airbnb.org არ იღებს განაცხადებს პირდაპირ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისგან. ამის ნაცვლად, Airbnb.org ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რომელთა თანამშრომლებიც თავად მიაკვლევენ ადამიანებს, რომელთაც დროებითი საცხოვრებელი სჭირდებათ. ვრცლად.
ვის შეუძლია სტუმრობის დაჯავშნა Airbnb.org‑ის ფარგლებში?
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაზარალებულ პირებს დროებითი საცხოვრებლის პოვნა შეუძლიათ Airbnb.org‑ის მეშვეობით. Airbnb.org თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რომელთა თანამშრომლებიც წყვეტენ ცალკეული სტუმრების კრიტერიუმებთან შესაბამისობას. ვრცლად.
შემიძლია თუ არა საცხოვრებლის სრულ ფასად შეთავაზება Airbnb‑ს მეშვეობით, საგანგებო სიტუაციების დროს კი უფასოდ ან ფასდაკლებით — Airbnb.org‑ის ფარგლებში?
დიახ, საცხოვრებელს ექნება ერთი კალენდარი, ამიტომ სტუმრობის მსურველები მას ორჯერ ვერ დაჯავშნიან ერთსა და იმავე პერიოდში.
როგორ გავარკვიო, რომელი ჯავშანი ფორმდება Airbnb.org‑ის მეშვეობით?
როცა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი სტუმრები Airbnb.org‑ის მეშვეობით საცხოვრებლის დაჯავშნას ითხოვენ, მასპინძლები იღებენ შესაბამის შეტყობინებას.
რა ხდება სტუმრობის დასრულების შემდეგ?
Airbnb.org‑ის ფარგლებში მიღებულმა სტუმრებმა საცხოვრებელი დათქმულ ვადებში უნდა გაათავისუფლონ. პრობლემების შემთხვევაში მათ Airbnb‑ს მხარდაჭერის სპეციალიზებული გუნდის წევრები მოაგვარებენ — ისინი დაუკავშირდებიან სტუმრებს და საცხოვრებლიდან მათ გასვლას უზრუნველყოფენ.
Airbnb‑ზე მასპინძლად რეგისტრირებული არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით დავეხმარებოდი სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს დროებითი საცხოვრებლით. როგორ მოვიქცე?
თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობისთვის დარეგისტრირდეთ, რა შემთხვევაშიც მხოლოდ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დაეხმარებით უფასო დროებითი საცხოვრებლით. თქვენ მიერ განთავსებულ საცხოვრებელს სხვები ვერ დაჯავშნიან.
ვის დაეხმარება ჩემ მიერ გაღებული თანხა?
თქვენ მიერ Airbnb.org‑ის სასარგებლოდ გაღებული თანხით დაფინანსდება დროებითი საცხოვრებელი იმ ოჯახებისა და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის, რომელთაც ღამის გასათევი დასჭირდათ მიწისძვრების ან სხვა კრიზისული ვითარებების გამო.თქვენ მიერ გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება დაზარალებული ადამიანებისთვის უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას და არა ოპერაციულ ხარჯებს. Airbnb.org‑ის ოპერაციულ ხარჯებს ფარავს Airbnb.Airbnb.org ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, როგორც 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაცია.
ვრცლად ჩვენი რეაგირების შესახებ
გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.



