ქარიშხალი „ერინი“
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელთაც შეეხო ქარიშხალი „ერინი“, რომელმაც კაბო‑ვერდე მოიცვა.
Airbnb.org თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (მსო) — UN Migration, რომელიც განსაზღვრავს, ყველაზე მეტად ვის სჭირდება დროებითი საცხოვრებელი, შემდეგ კი ეხმარება მათ მის უფასოდ პოვნაში.დახმარების ხერხები
დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ქარიშხალი „ერინი“ შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ,