გაზსადენის აფეთქება მალაიზიაში
მეზობლები ეხმარებიან მეზობლებს

როცა 2025 წლის აპრილში ჯეიდენმა პუტრა‑ჰაიტსში გაზსადენის აფეთქების ამბავი გაიგო, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თავის ახლობლებს, რომ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს დახმარებოდა.
ჯეიდენი HostPlatform‑ის გენერალური დირექტორია. მისი ხელშეწყობით ათასობით მასპინძელი მართავს საცხოვრებლებს მალაიზიასა და სამხრეთ‑აღმოსავლეთ აზიაში. სწორედ ამიტომ, როცა ჯეიდენმა აღმოაჩინა, რომ Airbnb.org ორი კვირით სთავაზობდა უფასო დროებით საცხოვრებელს აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, მან და მისმა კოლეგებმა, კენმა და იუნისმა, მიმართეს პუტრა‑ჰაიტსში მცხოვრებ მასპინძლებს თხოვნით, მათაც შეეთავაზებინათ საცხოვრებლები რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.
„ვამაყობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების შესაძლებლობა მოგვეცა — ეს ხომ თითოეული ჩვენგანის, როგორც მალაიზიელის, ვალია?!“
მათი ჩართულობა მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლა. კოლეგებთან ერთად ჯეიდენი ესწრებოდა შეხვედრებს ცენტრში, სადაც განთავსებული იყვნენ დაზარალებულები, და მათ Airbnb.org‑ის მეშვეობით რეგისტრაციაში ეხმარებოდა.
მიიღეთ მონაწილეობა
შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.
ვრცლადთითოეულ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს
გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.
1 გვერდიდან 1