პასუხები თქვენს შეკითხვებზე Airbnb.org‑ის შესახებ
Airbnb.org უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს ადამიანებს, რომლებიც ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სხვა კრიზისული ვითარებების წინაშე აღმოჩნდნენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. სწორედ ამიტომ, მასპინძლების მიერ ხშირად დასმულ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხები მოვამზადეთ.

რა პრინციპით მუშაობს Airbnb.org?
სტიქიების, მკურნალობის მიზნით სხვაგან გადასვლის საჭიროებისა თუ სხვა კრიზისული ვითარებების დროს Airbnb.org ეხმარება რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს, უფასოდ იპოვონ დროებითი საცხოვრებელი.
მონაწილეობის მიღება1 გვერდიდან 1
პასუხები გავრცელებულ შეკითხვებზე Airbnb.org‑ის მუშაობის პრინციპის შესახებ
მასპინძლები ჩვეულებრივ იღებენ ანაზღაურებას?
დიახ. რადგან რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის ღირებულებას Airbnb.org ფარავს, მასპინძლები იღებენ ანაზღაურებას ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სტუმრობისთვის.
საჭიროა თუ არა რეგისტრაცია Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობისთვის?
რეგისტრაცია საჭირო არ არის. Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრებს Airbnb‑ზე განთავსებული ნებისმიერი საცხოვრებლის დაჯავშნა შეუძლიათ. ასეთი ტიპის სტუმრობის შემთხვევაში აპში შეტყობინებას მიიღებთ.სტუმრობის ღირებულებას Airbnb.org ფარავს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, დაჯავშნონ ის საცხოვრებელი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ საჭიროებებს. მაგალითად, თუ სასწავლებელთან, სამუშაო ადგილთან, სამკურნალო დაწესებულებასთან ან აღდგენის პროცესში მყოფ თავიანთ საცხოვრებელთან სიახლოვე სჭირდებათ.
მოითხოვს თუ არა დამატებით რაიმეს Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობა?
დამატებით არაფერია საჭირო. საცხოვრებელი სივრცე, რომელიც უკვე გაქვთ, თავისუფლად გამოდგება იმისთვის, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ოჯახები დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მათ ექნებათ სარეცხის გარეცხვის თუ კერძების შინ მომზადების საშუალება და ადგილი, სადაც ბავშვები თუ შინაური ცხოველები გაერთობიან.
როგორ შეუძლიათ მასპინძლებს Airbnb.org‑ის დახმარება?
მასპინძლებს Airbnb.org‑ის მხარდაჭერა რამდენიმე ხერხით შეუძლიათ. შეგიძლიათ თანხის გაღება უშუალოდ Airbnb.org‑ის სასარგებლოდ — გაღებული თანხები სრულად მოხმარდება უფასო დროებითი საცხოვრებლის დაფინანსებას. ზოგან მასპინძლებს Airbnb‑ს მეშვეობით შეუძლიათ ყოველი ანაზღაურებიდან გარკვეული პროცენტის გაღება ან ფასდაკლების დაწესება საცხოვრებლებზე მხოლოდ Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმრებისთვის.
მასპინძლების მხარდაჭერა
Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობისას თქვენთვის ხელმისაწვდომია ყველა იმ სახის მხარდაჭერა, რომლითაც Airbnb‑ზე მასპინძლობისას სარგებლობთ, და ოდნავ მეტი. თქვენზე ვრცელდება „AirCover მასპინძლებისთვის“, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება Airbnb.org‑ის საგანგებოდ მომზადებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული მხარდაჭერის გუნდი.ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები პოულობენ შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს, შემდეგ კი ეხმარებიან მათ დროებითი საცხოვრებლის დაჯავშნაში Airbnb‑ს აპის მეშვეობით, რომელიც მათ ვინაობას ისევე ამოწმებს, როგორც ჩვეულებრივი სტუმრობის შემთხვევაში.
აი, რას ამბობენ Airbnb.org‑ის ფარგლებში მასპინძლობის გამოცდილების მქონე ადამიანები
1 გვერდიდან 1






