ხანძარი ჰონგ‑კონგის საცხოვრებელ უბანში

Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციებთან Hong Kong Tai Po Baptist Church Social Service (TPBCSS) და Hong Kong Federation of Youth Groups (HKFYG), უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს ისინი, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუხდა ჰონგ‑კონგის საცხოვრებელ უბანში მომხდარი ხანძრის გამო.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც საცხოვრებელ უბანში გაჩენილი ხანძარი შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

გაქვთ შეკითხვები?

მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე contact@airbnb.org