ხანძრები ჰილოს საცხოვრებელ უბანში
Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Catholic Charities USA, უფასო დროებითი საცხოვრებელი რომ უზრუნველყოს მათთვის, ვისაც ჰილოში (ჰავაი, აშშ) საცხოვრებელ უბანში მომხდარი ხანძრები შეეხო.დაზარალებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადით უნდა მიმართოს ორგანიზაციას Catholic Charities USA. კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად შესაძლებელი უნდა იყოს როგორც განმცხადებელთა ვინაობის, ისე იმის დადასტურება, რომ ხანძრები მათ ძირითად საცხოვრებელს შეეხო. ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნა აქედან შეგიძლიათ.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც საცხოვრებელ უბანში გაჩენილი ხანძრები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.