ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა გარდენ‑გროუვში
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია გარდენ‑გროუვში (კალიფორნია, აშშ) მომხდარი ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის გამო.ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან 211 Orange County.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.