ეშელემ და ბრაიდენმა ტყის ხანძრების შემდეგ უიმედობას თავი დააღწიეს

ეშელე სამსახურში იყო, როცა 11 წლის ვაჟმა, ბრაიდენმა, დაურეკა მას და ალტადენაში (კალიფორნია, აშშ) მათი სახლის მახლობლად მძვინვარე ტყის ხანძრების შესახებ აცნობა. ეშელემ დაუყოვნებლივ დატოვა სამსახური, სადაც ის ქორწინებისა და საოჯახო საკითხების ფსიქოთერაპევტად მუშაობდა, და სასწრაფოდ გაემართა სახლისკენ. იქ მას უკვე ელოდებოდნენ ბრაიდენი და მათი ჩიუაუა, სახელად კინგ ტუტი.
როცა მათ სახლის აღმოსავლეთით ხანძარ „იტონის“ წითელი მხურვალება შენიშნეს, იქაურობას გაეცალნენ. „რას წარმოვიდგენდით, თუ სახლში ვეღარ დავბრუნდებოდით“, — იხსენებს ეშელე. ეშელე ალტადენაში დაიბადა და გაიზარდა. მისგან რამდენიმე კვარტლის მოშორებით ცხოვრობდნენ დედამისი და მისი დები. ტყის ხანძრების შედეგად ყველა მათგანმა დაკარგა სახლი.
ეშელემ და ბრაიდენმა მოახერხეს რამდენიმე სამახსოვრო ნივთის გადარჩენა ფერფლადქცეული სახლიდან, რომელშიც 17 წელი იცხოვრეს. ამ ნივთებს შორის იყო სამკაულები და ბრაიდენის მედლები, რომლებიც მან ცეკვისთვის მიიღო.
ეშელემ შეიტყო Airbnb.org‑ის ფარგლებში შეთავაზებული დროებითი საცხოვრებლის შესახებ და პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი შეიტანა Airbnb.org‑ის პარტნიორის, 211 LA‑ს, მეშვეობით. ის, ბრაიდენი და კინგ ტუტი გადავიდნენ საცხოვრებელში, რომელიც გლენდეილის მახლობლად მცხოვრებ ინესას ჰქონდა განთავსებული Airbnb‑ზე. ისინი იქ თვეზე ოდნავ მეტხანს დარჩნენ. ამასობაში ბრაიდენს 11 წელი შეუსრულდა, რის აღსანიშნავადაც Airbnb‑ზე განთავსებულ საცხოვრებელში პატარა დღესასწაული მოეწყო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.

„აქ ყოფნამ ამოსუნთქვისა და დასვენების საშუალება მომცა და მაგრძნობინა, რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავს“, — ამბობს ეშელე. ინესა და მისი ოჯახი მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდნენ და რეგულარულად კითხულობდნენ სტუმრებს. „ახლა, როცა ჩემი ოჯახისგან მოშორებით ვარ, მიხარია, რომ გვერდით ისეთი ადამიანები მყავს, ვისაც შემიძლია შევჩივლო და ვისთვისაც ჩემი ბედი სულერთი არ არის“, — აღნიშნავს ეშელე.

„აქ ყოფნამ ამოსუნთქვისა და დასვენების საშუალება მომცა და მაგრძნობინა, რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავს“.

მასპინძელი ინესა და მისი ოჯახი Airbnb‑ზე განთავსებული საცხოვრებლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ. ისინი რეგულარულად სტუმრობდნენ ეშელესა და ბრაიდენს.
Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნ საცხოვრებელში ყოფნისას ეშელე აგრძელებდა ფსიქოთერაპიული დახმარების აღმოჩენას თავისი კლიენტებისთვის, რომელთა დიდმა ნაწილმაც, ასევე, დაკარგა საცხოვრებელი. ბრაიდენი, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა დები ალენის ცეკვის აკადემიაში, აგრძელებდა ცეკვას და თებერვალში აკადემიის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო ღონისძიებაშიც კი მონაწილეობდა. ცოტა ხნის შემდეგ ისინი ინესას მიერ Airbnb‑ზე განთავსებული საცხოვრებლიდან ახლოს მდებარე სახლში დაბინავდნენ უფრო ხანგრძლივი დროით.
მიიღეთ მონაწილეობა
შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.
ვრცლადთითოეულ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს
გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.