ხანძარი „ელკი“

2026 წლის ივლისი

Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Mile High United Way, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს ისინი, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია ჰინსდეილისა და განისონის ოლქებში (კოლორადო, აშშ) ხანძარ „ელკის“ გამო.ხანძარმა „ელკმა“, რომელიც 2026 წლის 9 ივლისს მეხის ჩამოვარდნამ გააჩინა, 809 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა, რის გამოც ლეიკ‑სიტის შემოგარენში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.ხანძრით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა, თუ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ზონაში, სადაც სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ჩვენ შევძლებთ მათი ვინაობის დადასტურებას. ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნა აქედან შეგიძლიათ. თუ ევაკუაციის შესახებ მხოლოდ შეტყობინება ან გაფრთხილება მიიღეთ, Airbnb.org‑ის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლის პოვნა თქვენთვის ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ხანძარი შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.